ის ახლაღა დაუბრუნეს თავის მშობლებს, თუმცა... 18 წლის კამია მობლმა ხალხის ყურადღება მიიპყრო შოუში "დილა მშვიდობისა ამერიკა", სადაც თავისი ისტორია მოყვა. ფლორიდის ჰოსპიტალიდან დაბადების შემდეგ რამდენიმე საათში მოიტაცეს.
18 წელი იზრდებოდა თავის გამტაცებელ გლორია უილიამსთან და ატარებდა ალექსი მანიგოს სახელს. ამჟამად 51 წლის უილიამსი დაპატიმრებულია. კამია კი ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნეს.
"გასაგებია, რომ გლორია უილიამსი არასწორად მოიქცა, მაგრამ ნუ ჩაუკეტავთ კარს დ ნუ გადაუგდებთ გასაღებს. მას ვუყვარდი და ზრუნავდა ჩემზე. მინდა, რომ ამის შესახებ იცოდეს ხალხმა. მან ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მე ვიზრდებოდი სიყვარულში და მქონდა ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ყოველთვის მეყვარება და არ ვიქნები მასზე გაბრაზებული", - ამბობს კამილა ინტერვიუში.
ამ ისტორიის მთავარი გმირი ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ რა გადახდა თავს. ის თანახმაა ატაროს კამიასა და ალექსის სახელიც. გოგონა ამბობს, რომ გლორია უილიამსი ყოველთვის იქნება მისი დედა. "ეს ვიღაცისთვის გამარჯვებაა. მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც გართმევენ შენთვის ყველაზე ძვირფასს", - ასე აღწერს თავის მდგომარეობას გოგონა.