სასწაული, რომელიც ოჯახს მოევლინა ჩვენი მონათხრობის გმირს ჰქვია ვიქტორია ბრედლი. ის 37 წლისაა და ცხოვრობს ლივერპულში. მთელი ცხოვრება ოცნებობდა საკუთარ ბავშვზე, მაგრამ განგება სულ ახალ-ახალ გამოცდებს უწყობდა.
ახალგაზრდობიდან აწუხებდა საკვერცხეების პრობლემა. დიდხანს ექიმებს სჯეროდათ, რომ ქალბატონი განწირული იყო უშვილობისთვის. და ისიც ქმართან ერთად შეეგუა იმ აზრს, რომ ბავშვი აღარ ეყოლებოდა, მაგრამ სასწაულები ხდება. როდესაც მან გაიგო თავისი ფეხმძიმობის შესახებ, დიდხანს არ სჯეროდა ამ ბედნიერების, მაგრამ ბედმა ვიქტორიას და მის ქმარს კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო.
ორსულობის 25-ე კვირაზე, ვიქტორიამ იგრძნო მძიმე ტკივილები. ის მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაეწყო ნაადრევი მშობიარობა.
გოგონა რომ 48 საათით ადრე დაბადებულიყო, ექიმები მის გადასარჩენად არაფერს იღონებდნენ. ინსტრუქციის თანახმად, თუ ბავშვი 24 კვირაზე ადრე იბადება, ექიმები არ არიან ვალდებული დახარჯონ დრო და ძალები მის რეანიმაციაზე.
ახალშობილის წონა 623 გრამი იყო. ექიმებმა გააფრთხილეს დედა, რომბავშვის გადარჩენის ალბათობა ძალიან დაბალი იყო, მაგრამ მოხდა სასწაული და ფრანჩესკა 17 კვირის შემდეგ საავადმყოფოდან გაეწერა.
ვიქტორიას დღემდე არ სჯერა თავისი ბედნიერების.ხოლო მისმა ისტორიამ ექიმები ჩააფიქრა გადაეხედათ დღენაკლულ ახალშობილების დახმარების გაწევის დროზე.
ეს ისტორია გვიჩვენებს რომ სასწაულები ხდება!