"უძვირფასესი საჩუქარი და სუპერქმარი..." ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ოჯახისა და ზოგადად,სიყვარულის ამბავი საქვეყნოდ ცნობილია. წყვილი ერთმანეთს გრძნობებში საჯაროდ ხშირად უტყდება და სიურპრიზებითაც ანებივრებენ ერთიმეორეს.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხატია პირველ ბავშვზე იყო ორსულად, მეუღლემ ერთ ჩვეულებრივ დღეს, გასეირნება შესთავაზა და გარეთ გასულს საჩუქრად მანქანა დაახვედრა. რასაკვირველია, საჩუქარმა ხატია აღაფრთოვანა. მართალია, მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ხატიას და რამაზს უკვე სამი შვილი ჰყავთ, მაგრამ ამ მხრივ მათთან თითქმის არაფერი შეცვლილა.რამაზმა იმავე ხელწერით კიდევ შეძლო მეუღლის გაოცება. ამჯერადაც სრულიად მოულოდნელად ხატიას სახლთან "პორშეს" თეთრი ჯიპი მიუყენა. გახარებულმა ხატიამ სოციალურ ქსელში ფოტო შემდეგი მინაწერით გამოაქვეყნა:
"აააააააა სიურპრიზი კი არა გიჟი, ხაააარ! როგორ მიყვარხაააარ რამაზ ნოზაძე!"
რასაკვირველია,მეგობრები არ იშურებდენ მილოცვებს და წერდნენ:
"რა მაგარია. უძვირფასესი საჩუქარი და სუპერქმარი. სულ ბედნიერებაში."
" ვაუუუუუ, გილოცავ ხატ, სულ მწვანეზე გევლოს! სიურპრიზიც ასეთი უნდა! ბრავოოო."
ემოციებისგან დატვირთულმა და შემდეგ უკვე დამშვიდებულმა ხატიამ მეგობრებს მადლობა პოსტით გადაუხადა:
"ისეთი დაბნეული ვარ, ცალ-ცალკე ვერ გწერთ. უღრმესი მადლობა, მეგობრებო. მთელი გულით გისურვებთ სრულყოფილ ბედნიერებას!"
თეკლა ჟვანია