30-წლიანი ასაკობრივი სხვაობა მათ ოჯახურ ურთიერთობებს ვერაფერს აკლებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი პოლიტიკოსი, ამჟამად საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და მისი მეუღლე, სოფო ფარცხალაძე, მერვე წელია დაქორწინებული არიან. ასაკობრივი სხვაობა (საგანელიძე მეუღლეზე 30 წლით უფროსია), რომელსაც მათი დაქორწინებისას დიდი განსჯა მოჰყვა, უკვე 8 წელია მათ ოჯახურ ურთიერთობებს ვერაფერს აკლებს.
სოფო ფარცხალაძე 27 წლის ასაკში უკვე სამი შვილის დედაა. პირველი შვილი ნოდარიკო 21 წლის ასაკში გააჩინა, ელენე 23 წლისას შეეძინა, ორი წლის წინ კი ანდრია ეყოლა. ოჯახური იდილიის შესახებ სოფო ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან.
"ბავშვების დაბადებამ ჩემი და დათოს ურთიერთობას მეტი სითბო, სიყვარული, პასუხისმგებლობა შესძინა, საერთო საზრუნავი გაგვიჩნდა. ვერ გეტყვით, რომ მთელ დღეს ბავშვებთან და ჩემთან ერთად ატარებს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, სადმე წაიყვანოს, გაართოს. შვილებზე გადაყოლილი მამაა. თუ ბავშვებს რამე უნდათ, არ არსებობს, არ გაუჩინოს. მათ ძალიან ათამამებს... ბავშვების გამო სახლში ყოველთვის წესრიგი არ არის, მაგრამ დათოს არც ამაზე აქვს გართულება. როცა ოჯახში ბევრი ბავშვია, ეს მომენტები ალბათ ყველასთანაა. ქმარს შეშინებული არასდროს ველოდები, რომ, ვაიმე, ახლა რას იტყვის. განაგრძეთ კითხვა