ახლა რეჟისორის ცოლია და ერთი შვილი ჰყავს ეს ზეუდი არაიაა, თუმცა მისი სახელი ბევრმა არ იცის. ყველასთვის ის პარასკევას სახელით არის ცნობილი, “სენიორ რობინზონიდან”. ამ როლმა მას უდიდესი წარმატება და პოპულარობა მოუტანა და დღესაც აღაფრთოვანებს მისი ბუნებრივი სილამაზე ამ სურათის მნახველებს.
ზეუდი ერითრიაშია დაბადებული 1951 წელს, ეთიოპიელი პოლიტიკოსის ოჯახში. იქიდან იტალიაში აღმოჩნდა, დიპლომატ მამასა და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, სადაც მშვნიერი გარეგნობის გოგონას მალე მიაქციეს ყურადღება და იტალიურ ტელევიზიაში გამოჩნდა, ყავის რეკლამაში.
1970-იან წლებში კინოში გადაინაცვლა. რამდენიმე ეროტიკულ კინოკომედიაში ითამაშა, პოპულარობა კი “სენიორ რობინზონმა” მოუტანა, 1976 წელს.
შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე როლი, 1990-იანებიდან კი აღარ თამაშობს კინოში, ძირითადად პროდიუსერობით არის დაკავებული.
გათხოვილი იყო პროდიუსერ ფრანკო კრისტალდიზე, რომელიც 1992 წელს გარდაიცვალა.
ამჟამად რეჟისორ მასიმო სპანოსთან ერთად ცხოვრობს, რომელთანაც ვაჟი ჰყავს. კვლავ შესანიშნავ ფორმაშია და მასში ადვილად ამოიცნობთ უწინდელ პარასკევას.