მარიშკა ჯავახაძე გიგი უგულავას ახლობელი და მეგობარია "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი პერსონაჟის, ბარბარე მანტკავას როლის შემსრულებელი, მარიშკა ჯავახაძე შესანიშნავად ასრულებს როლს, იმის მიუხედავად, რომ პროფესიით მსახიობი არ არის. მას საჯარო მმართველობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. მარიშკა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ირაკლი რეხვიაშვილის მეუღლე იყო. ის, ასევე თბილისის ყოფილი მერის - გიგი უგულავას ახლობელი და მეგობარია. ჩვენ მარიშკა ჯავახაძე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებზე" და სერიალის პერსონაჟებზე გვესაუბრა:
- როგორ მოხვდით სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში"? ქასტინგზე იყავით?
- კი ეკა მჟავანძესთან ვიყავი ქასტინზე.
- რამ შთაგაგონათ ქასტინგზე წასვლა? ვინმემ გირჩიათ მისულიყავით?
- ირაკლი საღიაძემ დამირეკა და დამიძახა ქატინგზე.
- როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი არ ხართ, სერიოზულად ხომ არ დაგაფიქრათ სერიალით მოპოვებულმა პოპულარობამ სამსახიობო კარიერაზე
- ძალიან სერიოზულად ვუდგები ჩემ საქმეს და პასუხისმგებლბით ვეკიდები ჩემ როლს სერიალში, თუმცა მსახიობობაზე არ მიფიქრია. მე ჩემი პროფესია მაქვს, რომელიც ძალიან მიყავრს. ამის მიუხედავად ფორმულა კრეატივთან ყოველთვის დიდი სიამოვნებით და სიხარულით ვითანამშრომლებ, რადგან ვთვლი, რომ მათნაირი პროფესიონალები ცოტანი არიან ჩვენ ქგევყანაში.
- სანამ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მონაწილეობას მიიღებდით, სერიალს უყურებდით?
- კი, პირველი დღიდან.
- მაქსიმეს პერსონაჟზე რას იტყვით? მოგწონთ მისი ტიპის ბიჭები?
- მაქსიმესნაირი ბიჭები არ მომწონს, თუმცა ყველა ადამინში შეიძლება კარგის დანახვა.
- თვლით, რომ ბარბარე სწორად იქცევა?
- არა, პრიქით ბარბარეს საქციელი ძალიან მიუღებელია ჩემთვის. ის ხომ რეალურად ძალადობს მაქსიმეზე?! ძალადობა კი ჩემგან ძალიან შორსაა. განაგრძეთ კითხვა