პატარა ფსიქოლოგი დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში... ერთი დღის კონსულტაციაში ჩირო 50$ გამოიმუშავებს მაგიდა, ორი სკამი და პლაკატი. ამას დამატებული არაბავშვური სიბრძნე და ბიზნესიც მზადაა. აი, უკვე რამდენიმე თვეა მეექვსე კლასელი ჩირო ორტისი ყოველკვირა დღეს ნიუ-იორკის მეტროს ბოლო გაჩერებაზე ატარებს. თუ თქვენ გაქვთ პრობლემები სამსახურში, ოჯახში, თუ ხართ მოწყენილი და გვერდით არ გყავთ ადამიანი, რომელსაც გაანდობთ გულისტკივილს - პატარა ფსიქოლოგი დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში.
ბიჭს გულწრფელად სურს თავისი "კლიენტების" დახმარება. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ თვითონ ძალიან მგრძნობიარე ბავშვია და ბევრ დაცინვას გაუძლო თანაკლასელების მხრიდან. ხშირად უფროსები მასთან რჩევის საკითხავად მიდიან: თუ როგორ გადაიტანონ ცხოვრებისეული ცვლილებები, ვიღაც გრძნობს, თუ როგორ ბერდება, ვიღაცას აწუხებს ფინანსური არასტაბილურობა.
"ყველაფერი იცვლება და ჩვენ ყველაფერს ვეჩვევით. ცხოვრება არასდროს არ იდგა და არც ახლა დგას ერთ ადგილზე. ყველაფერს მოერევით".
მას ჰყავს თავისი მუდმივი კლიენტები. ზოგიერთი ტელეფონითაც ეკონტაქტება, რათა მიიღოს რჩევა. ერთი დღის კონსულტაციაში ჩირო 50$ გამოიმუშავებს. ამ თანხით ის ყიდულობს საკვებს თავისი ხელმოკლე თანატოლების ოჯახებისთვის.