მომღერალი ტყუპს ელოდება - მოულოდნელი ფოტოსესია მომღერალმა 1 თებერვალს გაუმხილა მსოფლიოს, რომ ტყუპზეა ორსულად. ეს ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო მისი თაყვანისმცემლებისთვის, მით უმეტეს, რომ ამ ფაქტს ბიონსემ ძალიან მრავალფეროვანი ფოტოსესია მიუძღვნა, რომელშიც გაშიშვლებაზეც არ თქვა უარი. ფოტოებს და ზოგადად ამ ფაქტს იმხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, რეკორდები მოხსნა სოციალურ ქსელში.
"მე სამი გული მაქვს", - მიაწერა მომღერალმა ერთ-ერთ ფოტოს.
ფოტოებში ბიონსე თავის ქალიშვილთან ერთად პოზირებს. "გვინდა ყველას გავუზიაროთ ბედნიერება. ორგზის ვართ დალოცვილები და ჩვენი ოჯახიც ორჯერ გაიზრდება", - წერს ინსტაგრამზე ბედნიერი დედა.