სალომეს მამაც არ ჰყავს. ზრდიან დეიდები, რომლებსაც 4 და 1 შვილი ჰყავთ 6 წლის სალომეს უკვე ყველა იცნობს. ახალი წლის დღეებში მას დედა გარდაეცვალა. პატარა გოგონა ვაგონში ცხოვრობს დეიდასთან ერთად (იხილეთ სტატია და ფოტოები). სალომე გოგოა ჩანადირმა გააცნო საზოგადოებას და აკა სინჯიკაშვილთან ერთად მის დასახმარებლად ფულის შეგროვებაც დაიწყო. რა ხდება ახლა სალომესთან? ამაზე ისევ გოგა გვიამბობს:
"დღეს 6 წლის სალომე მამუდოვის დედის ორმოცი იყო. მასთან ვიყავი. სუფრა 4 ადამიანზე იყო გაშლილი. და თითქმის ყველაფერი გულისხმიერი ადამიანების მიტანილი იყო. სალომეს დეიდას, ქალბატონ ანჟელას მხოლოდ 2 ბოთლი ლიმონათი ეყიდა.
სალომეს მამაც არ ჰყავს. ზრდიან დეიდები, რომლებსაც 4 და 1 შვილი ჰყავთ.
ცხოვრობენ გლდანში, "კარფურთან" ახლოს, სამხედრო ჯიხურში.
აკა სინჯიკაშვილი და მე კვლავაც ვაგრძელებთ ფულის შეგროვებას, რომ ამ პატარა გოგოს, 15 მარტს, როცა ის 7 წლის გახდება, ერთოთახიანი ბინა ჰქონდეს.
უკვე 4600 ლარამდეა მობილიზებული
ვისაც დახმარება გსურთ, გთხოვთ, აკა სინჯიკაშვილის ანგარიში გამოიყენოთ:
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს".