თვეების მანძილზე, სკოლაში დადიოდა კედებით, რომელსაც ძირი არ ჰქონდა და ამას ვერავინ ამჩნევდა... ოჯახი, რომელზეც ახლა გიამბობთ, სანზონაში, 30 კვადრატულ მეტრ სახლში ცხოვრობს. კედლები ნესტიანია, შინ სველი წერტილები არ აქვთ, არც - აბაზანა, საპირფარეშო ეზოშია. დავალიანების გამო, სინათლე გათიშული აქვთ, გაზის გადასახადსაც ვერ იხდიან და ვინ იცის, იქნებ ამ სტატიის გამოქვეყნებამდე, გათბობის ერთადერთი საშუალების, გაზის მიწოდებაც შეუწყვიტონ. ოჯახში 4 სული ცხოვრობს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა, პენსიონერი ბებია (ჯანმრთელობის პრობლემებით), ოჯახის დიასახლისი შორენა და 9 წლის ლაშა, რომელიც შეიძლება ითქვას, ამ ოჯახის ნათელი წერტილია.
თავშეკავებულობა, ზრდილობა, ღირსება, თანადგომისა და მადლიერების განცდა, სიკეთე, გულისხმიერება - ამ ბავშვს ყველაფერი აქვს, რაც კი შვილისთვის შეიძლება ინატროს კაცმა. არაფერს ვაჭარბებ, ინტერვიუს წაკითხვის შემთხვევაში, ამაში თავადაც დარწმუნდებით.
ბავშვობაში დაკაცებული ბიჭის ამბავი, ერთ დღეს, 141-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას, შემთხვევით გავიგე და სკოლის პედაგოგს, ანი კოტრიკაძეს ვთხოვე, ლაშასა და მის ოჯახთან დაკავშირებაში დამხმარებოდა.
შორენა თევდორაშვილი:
- ამ ბინაში 2002 წლის შემდეგ ვცხოვრობთ. თავად ხედავთ, აქ არანაირი პირობა არ არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ერთ-ერთ სკოლაში პრაქტიკასაც გავდიოდი, მაგრამ იმ პერიოდში ოჯახი შევქმენი. ჩემი ყოფილი მეუღლე ყაზბეგიდანაა და 6 წელი იქ ვცხოვრობდი. თბილისში დაბრუნების შემდეგ, სამსახურის შოვნა პროფესიით ვეღარ მოვახერხე.
ასევე იხილეთ: 14 წლის საქართველოს ჩემპიონი, რომელიც ვაგზალზე ლიმონის გაყიდვით ოჯახს არჩენს
- ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობთ?
- დღეს ჩემს პროფესიას "ცოცხზე ვიყენებ". მეტროში დამლაგებლად ვმუშაობ. 2 წელია, რაც მეუღლეს დავშორდი. შვილებს მარტო ვზრდი, ყოფილი მეუღლე საერთოდ ვერ მეხმარება. ლაშა 9 წლის არის, ლელა - 14-ის.
ლელა 6-თვიანი დაიბადა, მას ძვლებისა და ნერვული სისტემის დაზიანება (შპრენგელის დაავადება - განვითარების თანდაყოლილი მანკი: ერთი ან ორივე ბეჭის მაღლა დგომა. ბეჭი, როგორც წესი, შემცირებულია ზომებში და დეფორმირებულია) ჰქონდა. 5-6 წლის წინ, 2 ოპერაცია გავუკეთეთ. მეორე ოპერაციაზე ბავშვმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, ტვინი გაეთიშა. მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, მისმა ტვინმა ასაკის შესაბამისად განვითარება ვეღარ შეძლო. გონებრივი ხარვეზი დაუტოვა. მეტყველებს, აზროვნებს, მაგრამ ასაკთან შესაფერისი განვითარების დონე არა აქვს. მინდოდა, მისთვის ინვალიდობის პენსია დამენიშნა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- რატომ?
- საჭირო საბუთების შეგროვება გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. მხოლოდ ტომოგრაფია რომ გადამეღო, ამისთვის 350 ლარი იყო საჭირო. ნევროლოგისგან ფორმა #100 უნდა ამეღო, 3 დღით ბალნეოლოგიურში დამეწვინა - ეს ყველაფერი უფულობის გამო ვერ შევძელი. ჯანდაცვის სამინისტროში მივედი 2010 წელს. ძალიან უხეშად მიპასუხა კაცმა, რომლის გვარი სამწუხაროდ, არ მახსოვს: ბავშვს რასაც ვეკითხებით, ადეკვატურ პასუხს გვცემს და პენსიას ვერ დავუნიშნავთ. ჩვენ პენსიას ვუნიშნავთ მას, ვინც დებილი, დეგენერატი ან კრეტინიაო. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, საჯარო მოხელისგან ასეთი პასუხი მივიღე... ლელა დღეს საჯარო სკოლაში ინკლუზიურ სწავლებას გადის. 141-ე საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები მხარში მიდგანან, მათი მადლიერი ვარ.
- დღეს თუ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?
- ძალიან მინდა, თავზე ტომოგრაფია გადავუღო, გავარკვიო, როგორი მდგომარეობა აქვს, მაგრამ უფულობის გამო ვერ მოვახერხე.
- სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გაქვთ?
- სოციალური დახმარებით წლების განმავლობაში ვსარგებლობდი, მაგრამ მას მერე, რაც მუშაობა დავიწყე, დახმარება მომეხსნა. იმის გათვალისწინება არ მოხდა, რომ ძალიან დაბალი ხელფასი მაქვს. სოციალური პაკეტით სრულად არ ვსარგებლობ, მხოლოდ ფულადი დახმარება მეძლევა, 250 ლარის ოდენობით. 5 წელია, ეს მდგომარეობა გვაქვს. 3 წლის წინ, ვცადე დახმარება აღმედგინა, მაგრამ უშედეგოდ. არადა, 1000-ქულიანი ოჯახი ვართ, ეს კი ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ორჯერ მივმართე მერიას და გამგეობას, ერთჯერადად მაინც დამხმარებოდნენ, მათგანაც უარი მივიღე.
დედას პენსია აქვს, მაგრამ 5 წლის წინ, ინსულტი გადაიტანა, მერე ფეხი მოიტეხა და მისი პენსია, ხშირ შემთხვევაში, წამლებისთვის არ არის საკმარისი. ერთი ოპერაცია გავუკეთე, მეორე ოპერაციაც სჭირდება, ძლიერი ტკივილები აქვს და გადაადგილება უჭირს.
- სახლში სინათლეც არ გაქვთ. დიდი ხანია, რაც დენი გაგითიშეს? განაგრძეთ კითხვა