ალბათ, გსმენიათ თაობების თეორიის შესახებ, რომლის თანახმადაც, ადამიანები ჯგუფებად იყოფიან დაბადების თარიღის მიხედვით. ეს თეორია მოწოდების სწავლების მსგავსია. ალბათ, გსმენიათ თაობების თეორიის შესახებ, რომლის თანახმადაც, ადამიანები ჯგუფებად იყოფიან დაბადების თარიღის მიხედვით. ეს თეორია მოწოდების სწავლების მსგავსია.
გაიგეთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით თქვენ.
ინდიგო-ბავშვები:
* დაიბადნენ 1960-90 წლებში;
* ბუნებით მეამბოხეები საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ მიდიან.
* ვერ იტანენ სისტემას;
* მარტოსულები არიან;
* მიდრეკილნი არიან მავნე ჩვევებისკენ;
* ჯიუტები არიან.
დაუმორჩილებლები არიან და კონფლიქტური სიტუაციები ექმნებათ ოჯახში, სამსახურსა და სკოლაში. ბუნებით მებრძოლები, შინაგანად სისტემის წინააღმდეგ გალაშქრების სურვილი აქვთ და ეს მუსიკალურ, კინო-გემოვნებასა და ცხოვრებისეულ სტილშიც ჩანს. ხშირად მათი შემოქმედება ფსიქოდელიურ ფორმებს იღებს. სწორედ მათ გამოიგონეს ინტერნეტი, სხვადასხვა გაჯეტი და ყველაფერი, რამაც მსოფლიო შეცვალა.
კრისტალი-ბავშვები:
* დაიბადნენ 1980-2000 წლებში;
* ძლიერები და გულწრფელები
* გააჩნიათ განვითარებული წარმოსახვა და შემოქმედებითი ნიჭი
* მიდრეკილნი არიან მისტიკისა და ზებუნებრივის შესწავლისადმი
* მსუბუქი ხასიათი აქვთ
ამ ადამიანებს განვითარებული აქვთ ინტუიცია, იზიდავთ ყველაფერი მისტიკური და ზებუნებრივი. იოლად გამოიცნობენ სხვის ხასიათს და შეუძლიათ თანაგრძნობა. აქვთ მსუბუქი ხასიათი. სამყაროს საღი გონებით უყურებენ.