შეცვალეთ ეს ჩვევები და ბევრი რამ შეიცვლება თქვენ გარშემო ბევრი ადამიანი თავის თავს ღარიბად თვლის, მაგრამ არ ამჩნევენ იმას, რომ ამაში თვითონვეც არიან დამნაშავე. არსებობს ტერმინი "გენეტიკური სიღარიბე", როდესაც ფიქრით და ფსიქოლოგიური ბარიერით ადამიანი აპროგრამებს თავის თავს სიღარიბეზე.
ღარიბები წელავენ დროს
ადამიანი, რომელიც ღარიბივით ფიქრობს, ნებისმიერ საქმეში ბოლომდე ცდილობს გაწელოს დრო. ამას მივყავართ იქამდე, რომ ინიციატივიანი ადამიანები აკეთებენ იმას, რასაც ღარიბი ვერასოდეს გადაწყვეტს. ყოველთვის იმარჯვებს ის, რომელიც თამამად ახდენს თავისი იდეების განხორციელებას.
ღარიბები რისკზე არ მიდიან
ის, ვინც თავს თვლის ღარიბად, თანახმაა მცირე, მაგრამ სტაბილურ შემოსავალზე. ღარიბები ცხოვრობენ ხელფასიდან-ხელფასამდე, უპირატესობას ანიჭებენ ასეთი ცხოვრების წესს, ვიდრე რისკს. არადა გამართლებულ რისკს ხომ სოლიდური გასამრჯელო მოაქვს!
ღარიბებს უნდათ უფასოდ სწავლა
უმეტეს შემთხვევაში ასეთი ადამიანები ეწერებიან უფასო სემინარებსა და ტრენინგებზე, მაგრამ არ უსმენენ მათ. ღარიბს ჰგონიათ, რომ ამით ვითარდებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. ნებისმიერი ტერნინგის მიზანი - რაღაცა ახლის შესწავლაა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია მასწავლებლისა და მასთან ურთიერთობის გარეშე.
ასევე იხილეთ: როდის და როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ფულთან ურთიერთობა?
ღარიბებს ეცოდებათ საკუთარი თავი
ისინი თვლიან, რომ მთელი მათი ცხოვრება შეცოდების საბაბია. თავისი მდგომარეობის გასასამართლებლად ადანაშაულებენ ოჯახებს, სახელმწიფოს, გარშემო მყოფთ, მაგრამ სიბრალულზე არ შეიძლება ფულის გამომუშავება!
ღარიბები ყურადღებს აქცევენ სხვის აზრს
ცნობილია, რომ წარმატებული ადამიანები არ არიან დამოკიდებული სხვა ადამიანების შეხედულებებზე. ღარიბები კი დიდ დროსა და ძალისხმევას ხარჯავენ თავიანთ იმიჯზე გარშემო მყოფთა თვალში. ასეთი შედარება არაფრისმომცემია, პირიქით, აღძრავს სურვილს შეიცოდოთ საკუთარი თავი.
ღარიბები უაზროდ ხარჯავენ ფულს
ღარიბების მიზანია გამოიმუშაონ ფული და დახარჯონ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ წუთიერ სიამოვნებას. მდიდარი ხდება ადამიანი, რომელიც ჭკვიანურად განაგებს თავის შემოსავალს და ინვესტირებას ახდებს მომგებიან საქმეში.
ღარიბები ყოველთვის ეძებენ დამნაშავეს
ღარიბი ადამიანი ვერასდროს აცნობიერებს, რომ თავის მდგომარეობაში თვითონაცაა დამნაშავე. ის ყოველთვის ადანაშაულებს თავის უფროსს, კოლეგას, სისტემას და ა.შ. "დიდი ხნის წინ გავმდიდრდებოდი, ის რომ არ ყოფილიყო" ან " ვერაფერს გავხდი, ყველა ხელს მიშლიდა წარმატების მიღწევაში" - სწორედ ასეთი ფიქრები იწვევენ წარუმატებლობას.
ღარიბები ყველაფერში ეძებენ გამორჩენას
ისინი არ ესწრაფვიან რაიმე ახლის შესწავლას, არ იხედებიან მომავლისკენ და სურთ ყველაფერი ერთდროულად. ადამიანი, რომელიც ფიქრობს ღარიბივით, შეიძლება შევადაროთ გლეხს, რომელმაც შეჭამა მთელი თავისი დანაზოგი და შემდეგ მშიერი დარჩა. ასეთი მომთხოვნი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი არაფერ კარგს არ მოუტანს ადამიანს.