ქობულეთში მცხოვრები ნათელა ლაზიშვილი, რომელმაც 59 წლის ასაკში პირველი შვილი გააჩინა, თავს კარგად გრძნობს...
ქობულეთში მცხოვრები ნათელა ლაზიშვილი, რომელმაც 59 წლის ასაკში პირველი შვილი გააჩინა, თავს კარგად გრძნობს და ჩვილზე ზრუნვითაა დაკავებული. AMBEBI.GE ნათელა ლაზიშვილს დაუკავშირდა და 33 წლის ნანატრი შვილის დაბადებით გამოწვეული ემოციების შესახებ ესაუბრა:"მე და გურამი 33 წლის წინ დავქორწინდით. შვილის გაჩენა თავიდანვე გვინდოდა, პირველ წლებში სამჯერ დავფეხმძიმდი, მაგრამ სამწუხაროდ, სამივეჯერ მომეშალა მუცელი.
ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ დავიწყეთ მკურნალობა. სად აღარ ვიყავით, მთელი საქართველო შემოვიარეთ. თბილისისა და ბათუმის კლინიკებში უშედეგო მკურნალობის შემდეგ კერძო ექიმებთან თუ ექიმბაშებთანაც დავდიოდით. ყველა ხერხი ვცადეთ, რაც კი შეიძლებოდა გვეცადა.
ყველა მკურნალობის შემდეგ იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება. ბოლო 15 წელი ხელი ჩაქნეული გვქონდა. მე და ჩემი მეუღლე შევეგუეთ იმ აზრს, რომ შვილი არ გაგვიჩნდებოდა და სამკურნალოდ სიარულსაც შევეშვით.
გასულ წელს, გავიგეთ, რომ ბათუმში გაიხსნა თურქული კლინიკა, სადაც ინვიტრო განაყოფიერებით შესაძლებელი იყო შვილის გაჩენა. ექიმ მაიკო ბუცხრიკიძესთან მივედით სამკურნალოდ და ერთი თვის შემდეგ გავიგეთ, რომ ჩვენი ამდენწლიანი ნატვრა, ოცნება და ცხოვრებისეული მიზანი სრულდებოდა - ფეხმძიმედ ვიყავი. ეს იყო სასწაული, შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობდა, ფეხმძიმობის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა გართულებები.
გიორგი საკეისრო კვეთით გაჩნდა, ნარკოზიდან რომ გამოვედი და ბავშვი მომიყვანეს, არ ვუჯერებდი არც თვალებს და არც გონებას, რომ ეს ნამდვილად მოხდა - სიზმარში მეგონა თავი. განაგრძე კითხვა