ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
მსახიობი ნინო კასრაძე ჰიბრიდულ Toyota RAV4-ს მართავს და ამ ავტომობილის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა

“მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად. ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას!” - ვკითხულობთ რეჟისორ რეზო შატაკიშვილის ბლოგში ნინო კასრაძის შესახებ, - ”ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის. ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა. ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფუფუნება. მას სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ - სიყვარულით.”

”არ ეტყობა: წლები. ეტყობა:
ინტელექტი. ის ყოველთვის გაურბის იაფფასიან პოპულარობას, ყვითელ პრესას, არ საუბრობს პოლიტიკურ შეხედულებებზე, არ ცვლის წიგნს კომპიუტერზე, არ აქვს ”ფეისბუქი” - მაუსის ტრიალში არ ლევს წუთისოფელს!” - ესეც ამონარიდია. ასევე რეზო შატაკიშვილის სტატიიდან.
AUTO BILD-ის პირველი გვერდი ნინო კასრაძემ დაამშვენა - ერთ-ერთმა ყველაზე პოზიტიურმა სახემ სრულიად საქართველოს ცნობად სახეებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და პროგრესულ, ეკოლოგიურ ავტომობილთან, ჰიბრიდულ Toyota RAV4-თან ერთად.

► ”რამდენიმე კვირაა, რაც ჰიბრიდული RAV4-ით დავდივარ და, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. მომწონს არა მხოლოდ თვითონ მანქანა, არამედ მომწონს საკუთარი თავიც ამ მანქანის საჭესთან, რადგან ასეთი ეკოლოგიური ავტომობილის მფლობელი გარემოზე ზრუნავს, გაცილებით ნაკლებად აბინძურებს მას..."


ასევე იხილეთ: ნინო კასრაძის საქმიანი და ოჯახური ცხოვრების დეტალები


"...მას მერე, რაც ჰიბრიდუოლ RAV4-ს ვმართავ, თითქოს სხვა ადამიანი გავხდი და სწორედ ეს მომწონს ჩემში - გარემოზე მზრუნველის როლი,” - გვითხრა ნინომ და ზუსტად ისე გაგვიღიმა, როგორც სჩვევია - გულრწფელი, ნამდვილი ღიმილით. მანამდე კი, ფოტოსესიის დროს, როცა ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე გაღიმებას სთხოვდა, გვეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ, ყალბი ღიმილი არ შემიძლია, თუ როლში არ ვარ და არ ვთამაშობ, ვერ ვიღიმიო.
37 წლის იყო, როდესაც ავტომობილის მართვა დაიწყო და თავიდან, საკუთარ შესაძლებობებში ეჭვი ეპარებოდა. თუმცა, საჭეს ალღო მალევე აუღო და დღეს უკვე მიიჩნევს, რომ ავტომობილს ბევრზე უკეთ მართავს. მართალია, მისი მეუღლე ფიქრობს, რომ საჭესთან ცოტა გაფანტულია და არც თავად მალავს, რომ მეტი მობილიზება და ყურადღება მართებს, მაგრამ რაც მთავარია, თავდაჯერებული მძღოლია და არა დაბნეული. განაგრძეთ კითხვა
5818
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
22.02.2017
ვიდეოებში შვილს ყოველთვის რუსულად ესაუბრებოდა და ქართველ ინსტაგრამმომხმარებელი ამის გამო ქეთას საყვედურობდნენ
22.02.2017
სახლიდან წაღებულია როგორც ძვირფასეულობა, ასევე საოჯახო ტექნიკა, ავეჯი, ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ნივთები
22.02.2017
"დაიწყეთ ჭრიჭინებით, მერე გასინჯეთ ობობები" - კიდევ კარგად ხანს გაუძლო ამას ბრედ პიტმა
21.02.2017
ლევან ჯიბღაშვილი ყოველთვის სასურველ სასიძოდ ითვლებოდა
21.02.2017
"მინისტრად დანიშვნამდე ჩემთვის არასოდეს არაფერი უთქვამს..."
21.02.2017
„სამსახური, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ პროექტებს აფინანსებს, სამსახურიდან შშმ პირის მშობელს ათავისუფლებს!“




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი