ქალიშვილს სახელი თავად შეურჩია - პალომა ესპანურად მტრედს ნიშნავს პალომა პიკასო დიდი მხატვრის უკანონო ქალიშვილია. ის სულ ოცნებობდა შემოქმედებით კარიერაზე, თუმცა უნდოდა, რომ მამასთან შედარებებს რამენაირად გაქცეოდა. მოახერხა კიდეც – ის ისტორიაში შევიდა, როგორც გამოჩენილი მოდელიერი და იუველირი, მის მიერ შექმნილი სამკაულები კი საიუველირო სახლის ,,Tiffany & Co''-ს სავიზიტო ბარათად იქცა.
პალომას ბედი არც ისე უბრალო იყო. 1949 წლის 19 აპრილს დაიბადა. დედამისი, მწერალი ფრანსუაზა ჟილო, კანონიერად არ იყო დაქორწინებული პიკასოზე და ბავშვის დაბადებიდან 4 წელში დაშორდა კიდეც. ამ მომენტიდან პალომა მამას მხოლოდ საზაფხულო არდადეგებზე ხვდებოდა.
პაბლოც არ გამოირჩეოდა მზრუნველობითა და სიყვარულით, ბავშვს საკმაოდ ცოტა დროს უთმობდა – მთელი მისი დრო შემოქმედებას მიჰქონდა. საინტერესოა, რომ ქალიშვილს სახელი თავად შეურჩია. პალომა ესპანურად მტრედს ნიშნავს და ეს სახელი თავისივე ნახატის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც მხატვარმა მსოფლიოს საერთაშორისო კონფერენციისთვის შექმნა სწორედ 1949 წელს. განაგრძეთ კითხვა