ერთადერთი სურვილი დარჩენია მის მრევლს, მისი ჯანმრთელობისა და დიდხანს სიცოცხლისთვის კიდევ უფრო გამალებულმა ილოცოს ეს ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა - მასზე საქართველოს პატრიარქია გამოსახული, ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ...
იმ ყველაფრის ფონზე, რაც გარშემო ხდება, ერთადერთი სურვილი დარჩენია მის მრევლს, მისი ჯანმრთელობისა და დიდხანს სიცოცხლისთვის კიდევ უფრო გამალებულმა ილოცოს...
როგორც იცით, რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზე იყო დანიშნული.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.