ყველაზე კითხვადი
10 წიგნი, რომელიც უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს
10 წიგნი, რომელიც უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს
სიყვარულის დღეს უამრავი საჩუქრით შეგიძლია დაამახსოვრო თავი საყვარელ ადამიანს, რომანტიული ვახშმით დაწყებული სუნამოთი დამთავრებული.
თუმცა მხოლოდ ერთი საჩუქარი, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი და ისეთივე ხანგრძლივად მოქმედია, როგორიც თვითონ სიყვარული - ეს არის წიგნი.

დიახ ყველა ოცნებობს ისეთ სასიყვარულო თავგადასავლებზე, როგორიც წიგნებშია და რამდენიც არ უნდა წაიკითხო, მაინც არასოდეს გბეზრდება სხვადასხვა მწერლის თვალით დანახული სასიყვარულო ისტორიების კითხვა.
იქნებ სწორედ აქედან გამომდინარე, ყველაზე მართებულია საყვარელ ადამიანს აჩუქო მსგავსი წიგნი ამ დღეს. შევეცადე მსოფლიოში არსებული უამრავი
You must have Flash Player installed in order to see this player.
სასიყვარულო რომანისგან შემერჩია 10 საუკეთესო, რომელიც აუცილებლად უნდა აჩუქო საყვარელ
ადამიანს ვალენტინობის დღეს.

1 ნიკოლას სპარქსი - არჩევანი
mshoblebi
თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა – ის, რასაც „ნამდვილი მამაკაცები“ ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის! ექსტრემალი თრევისი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაბი – ბედნიერი ქორწინება და საუცხოო ოჯახი. სიყვარული.

2. ემილ ზოლა - ქალთა ბედნიერება
mshoblebi
პარიზის ამ მონასტრის შემქმნელი, ქალთა მცოდნეობის ,,პროფესორი" ოქტავ მურე წარმატებას საკუთარ ფილოსოფიას უმადლის - ქალები მისი ცდუნების მსხვერპლნი ხდებიან, რადგან გიჟურ მოდას აყოლილნი, ოჯახის ბიუჯეტს ანადგურებენ. მისი მაღაზიისთვის ქალი დედოფალია, რომელსაც ელაქუცებიან, ყურადღებას არ აკლებენ და მის სისუსტეს ბოროტად იყენებენ.

3. მ.ლ. სტედმანი - სინათლე ოკეანეებს შორის
mshoblebi
მოქმედება ვითარდება ავსტარალიის კუნძულზე, მას შემდეგ, რაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.ოკეანის სანაპიროსთან ცხოვრობს ცოლ-ქმარი, რომლებიც დაინახავენ ნავს, რომელშიც გარდაცვლილი მამაკაცი და პატარა ბავშვი არიან. წყვილი გადაწყვეტს გაზარდონ ბავშვი, თუმცა მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ გადაწყვეტილებას.

4. ზოი საგი - ონლაინ გოგო
mshoblebi
პენის საიდუმლო აქვს, ის ბლოგერი ხდება და იწყებს წერას მეგობრობაზე, ბიჭებზე, სკოლის ამბებზე, თავის არაჩვეულებრივ ოჯახსა და შიშზე, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევია და მოსვენებას უკარგავს. ვინაიდან პენის ამ თემებზე საუბარი ღიად არ სურს, ფსევდონიმს ირჩევს – ონლაინ გოგო.

5. კირა კასი - შერჩევა
mshoblebi
ამერიკა სინგერისთვის კონკურსში მონაწილეობა მძიმესა სჯელია. მას არ უნდა სახლიდან წასვლა, გვირგვინისთვის და უნდობელ ბრძოლაში ჩაბმა და ცხოვრება სასახლეში, რომელსაც მეამბოხეები გამუდმებით ესხმიან თავს. სამეფო კარზე ამერიკა პრინც მაქსონს გაიცნობს. ეს ბედისწერის შემობრუნებაა. გოგონა იმაზე ეჭვობს, რისაც აქამდე გულით სწამდა. და ხვდება, რომ ოცნება მიღმა სამყაროში იფანტება, მომავალი კი სულ სხვა იქნება.

6. ფრანსუაზ საგანი - გიყვართ ბრამსი?!
mshoblebi
რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.

7. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - დიდი გეთსბი
mshoblebi
ეს არის ერთი მამაკაცის და ერთი ქალის დიდი ამბავი, ანუ უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ის რთადერთი და განუმეორებელი.

8. ენ, შარლოტა და ემილი ბრონტეები - ჯეინ ეარი
mshoblebi
"ჯეინ ეარის" პერსონაჟი მისტერ როჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა.
ქარიშხლიანი უღელტეხილი-ასეთი სულის შემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასოდეს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც კივიფიქრე, ეს ბრონტეები ვინყოფილან-მეთქი“

9. ერიხ მარია რემარკი - ლისაბონის ღამე
mshoblebi
ევროპა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ნაციზმი მძლავრობს და მთელ ხალხებსა და ქვეყნებს აჩანაგებს, ადამიანებს კი ართმევს უკანასკნელს – პატივს და ღირსებას – აიძულებს მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. ერიხ მარია რემარკის გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. სიყვარულის ამბავი, სადაც ვერ შეხვდებით პოლიტიკურ ლოზუნგებსა და პათეტიკას. ეს რემარკის შეუდარებელი ოსტატობით არაერთგზის აღწერილი „დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ამბავია.

10. ელიზაბეტ გილბერტი - ჭამე, ილოცე, შეიყვარე
mshoblebi
„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავის ნებაზემ იუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალგზას დაანახვებს სიმშვიდისკენ მიმავალ გზას და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.
725
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
23.03.2017
გუშინ 56 წლის ქალს და მის 11 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
23.03.2017
მშობლები გაოგნდნენ, როცა ჩანაწერი ნახეს - აი, როგორ ერთობოდნენ პატარები ღამეების განმავლობაში (+ვიდეო)
22.03.2017
”ჩემი ნათესავი იყო ავად. სიცოცხლისთვის სჭირდებოდა თანხა, ამიტომ ჩვენი ბინა ჩავუდეთ...”
22.03.2017
ინფორმატიკა - ეს იყო საგანი, რომელსაც წლების წინ, ჩემს თაობას სკოლაში მხოლოდ თეორიულად ასწავლიდნენ. მასწავლებელი ჩვენთვის მიუწვდომელ, საოცარ მოწყობილობა - კომპიუტერზე გვესაუბრებოდა, რომელიც არც სკოლაში და არც სახლში არც ერთ ბავშვს არ მოგვეპოვებოდა.




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი