"მიყვარხარ შენ მე არა იმიტომ თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმიტომ, ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ..." დღეს ბევრი ადამიანი აღნიშნავს შეყვარებულთა დღეს - ვალენტინობას. სოციალურ ქსელში ცოლები ქმრებს და პირიქით - ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან და საჯაროდ ულოცავენ ამ დღეს.
ერთ-ერთი განსაკუთრებული მილოცვა ეკუთვნის ნინი ჩაჩუას, რომელმაც თავის ქმარს - ილიაუნის რექტორ გიგი თევზაძეს შემდეგი პოსტით მიულოცა ეს დღე:
"მიყვარხარ ცამდე... მთვარემდე... მზემდე და შორეულ გალაქტიკამდე.... მიყვარხარ შენ მე არა იმიტომ თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმიტომ, ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ. ვალენტინობას გილოცავ!"