„რა კარგია, როცა ასე გაღვიძებენ... ბუბლიკ ტკბილი ხარ!" 14 თებერვალი, როგორც სიყვარულის დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ვალენტინი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა. როგორც წესი, ამ დღეს შეყვარებული ადამიანები ერთამენთს საჩქურებით ანებივრებენ და ცდილობენ კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქონ საყვარელ ადამიანს.
თუმცა, ამ დღეს ჰყავს კრიტიკოსები, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ყოველი დღე სიყვარულისაა და განსაკუთრებული თარიღი არაა სჭირო იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი გაახარო.
სწორედ, ამასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს ხატია სიჭინავა:
„ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ პოზიტივში პოზიტივი დაინახონ მხოლოდ!! უფრო ვგიჟდები, როცა ნეგატივშიც პოზიტივს ეძებენ!! და უბრალოდ უაზრო მგონიხართ ეს ვითომ კრიტიკოსები, ყველაფრისადმი ნეგატიური განწყობით!! არადა რამდენი ხართ, სამწუხაროდ...
მე მჯერა სიყვარულის!
მე მჯერა ბედნიერების!
მე მჯერა უმცირესობაში მოყოლილი, პოზიტიური ადამიანების!“
მარიტა როხვაძე და სალომე ბაკურაძე კი დილიდან დაასაჩუქრეს საყვარელმა ადამიანებმა და ამის ამსახველი ფოტოებიც გამოჩნდა სოციალურ ქსელში.
მარიტა „ჰელოუ კიტის“ ფუმფულა სათამშოთი და ყვავილებით გააღვიძეს, ამიტომაც დაწერა: „რა კარგია, როცა ასე გაღვიძებენ... ბუბლიკ ტკბილი ხარ.“
სალომეს კი მეუღლე ლაშა ბასლანძემ ჩანთა და ვარდების თაიგული მიართვა..
„...კაკ-კუკ, მოვედიიიით... მადლობა, ცაშკი, ცხოვრებას, რომ შენი თავი მაჩუქა...“ - წერს სალომე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
თეკლა ჟვანია