ყველაზე კითხვადი
"ქალაქში, თოვლში წაიქცა გოგო..." - დღეს მომხდარი ამბავი, რომელმაც ბევრს აუჩუყა გული
"ქალაქში, თოვლში წაიქცა გოგო..." - დღეს მომხდარი ამბავი, რომელმაც ბევრს აუჩუყა გული
ჟურნალისტ მარი ჯაფარიძის ამ პოსტს, რომელიც დღეს ქუჩაში მომხდარ ერთ თითქოს ჩვეულებრივ ამბავს გადმოსცემს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენც გთავაზობთ:

"ქალაქში, თოვლში წაიქცა გოგო...
საშინლად დავითრგუნე ამ დილას...
მაღაზიიდან გამოვედი და შევნიშნე, რომ გაჩერებაზე ახალგაზრდა გოგონა არაბუნებრივად ტრიალებდა. ჩემსკენ რომ მობრუნდა, თვალები ზევით ჰქონდა ატრიალებული...
ადრიანი დილა იყო და ჩვენ მეტი ქუჩაში არავინ იდგა. ორი ნაბიჯით გავჩნდი მასთან, რადგან მივხვდი, მანქანის სავალ ნაწილზე წაიქცეოდა.
ჩავბღუჯე, მაგრამ სიმძიმის გამო ვერ შევაკავე და მხოლოდ ის მოვახერხე, რომ სავალი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაწილის მხრიდან დავუდექი, რომ მანქანა არ დასჯახებოდა და მიწაზეც რბილად დაეშვა...
მივხვდი, ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა...
ცოვრებაში პირველად ვიყვირე - მიშველეთ-მეთქი...
ხალხი მოგროვდა... სასწრაფოში დავრეკე...
მანქანები ჩერდებოდნენ და ხალხი დასახმარებლად მოდიოდა...
მამაკაცები აქტიურობდნენ, რამდენიმე მათგანი მუხლებით მიწაზე დაეშვა, - შვლო, შვილოო, - ეძახდნენ და პირს უხსნიდნენ, თოვლით სახეს უზელდნენ...
ერთი მანქანიდან მძღოლი მოვარდა, - შვილი მყავს ეპილეფსიით ავად და ვიცი, როგორ მივხედოო...
ვიღაც თავქვეშ ხელს უდებდა, ვიღაც ტანისამოსს უსწორებდა, ვიღაცამ მაღაზიიდან დაშლილი ყუთი გამოიტანა და იმაზე გადააწვინეს...
სასწრაფოს მოსვლამდე გოგონა აზრზე მოდიოდა ნელ-ნელა...
მისი ტელეფონის მოძებნა გადავწყვიტე. ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და ტელეფონი ჩაბღუჯული.


ასევე იხილეთ მარი ჯაფარიძის სხვა პოსტი: "აესე მენდო, ტოო, იმედს როგორ გავუცრუებდი..." - ერთი ნამდვილი ქართული ამბავი, რომელმაც უამრავ ადამიანს გული გაუთბო


როგორც ჩანს, მიხვდა, ცუდად რომ ხდებოდა და დარეკვა ვერ მოასწრო...
პირველივე აკრეფილ ნომერზე დავრეკე და დედა შემრჩა ხელში...
მოვარდა გადარეული ქალი...
რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი, სასწრაფო და უამრავი ადამიანი...
გოგონამ ადგომაც შეძლო და პატრულისთვის ”ჩვენების” მიცემაც...
სასწაული ერთსულოვნების მომსწრე გავხდი...
ვინც მამაკაცებზე ან ქართველებზე რამე ცუდს იტყვის, ჩავქოლავ ჩემი ხელით..."

ასევე იხილეთ: 10 შეცდომა, რომელსაც კრიტიკულ მომენტებში ვუშვებთ
108638
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (20)
18:52 / 15-02-2017
biwa
ამდენი უარყოფით მერე, ძლივს დადებითი პოსტი ვნახე. გაიხარეთ თქვენ
13:54 / 15-02-2017
Sofo
Gushin ert samedicino centrshi vikavi sheveswari aset scenas axagalgazrda col qmari registraturashi arkvevdnen mamologtan viziti tu iko shesaclebeli ufaso mkerdis skriningis pasuxebit aucilebeli iko konsultacia eqimis uaris shemdeg sacodavad datoves klinika sanam gons movege gvian iko
10:43 / 15-02-2017
xatushkebi
გატენდა და ტელეფონიტ ახალ ამბებს ვკიტხულობ ...მესინია ცუდი ამბების. ... წავიკიტხე სტატია....გოგონას ჯანმრტელობას ვუსურვებ.... მე კი პოზიტივი მივიგე დიდი... ტუ მე ან ცემს ახლობელს გმერტმა არ კნას და ქუცასი რამე დამემარტა პატრონი მყოლია .... მტელი საქარტველო...აბა აწი ცუდად რაგა გამხდის! გაიხარეტ კეტილო ადამიანებო!
10:21 / 15-02-2017
ელენე
ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არააქვს, ლილოში ვიყავი ერთხელ და გული შემიწუხდა, აზერბაიჯანელების გარდა არვინ მომაქცია ყურადღება..დანარჩენები ვაჭრობით იყვნენ გართულები...ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა რომ მთავარია ადამიანი იყო...)))
09:55 / 15-02-2017
ნაკა
განა სხვანაირად უნდა იქცეოდეს ადამიანი?რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს?მაგრამ ჩვენი ყოფიდან გამომდინარე ეს იშვიათ ბედნიერებად გვეჩვენება.გუშინ აფთიაქში ელემენტარული დახმარება გავუწიე ასაკოვან ადამიანს და ლოცვით ამავსო.ახლა ხომ პასუხსაც არ გაღირსებენო ამბობდა.არადა რა ადვილია პატარა სითბოს და ყურადღების გაცემა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
26.03.2017
ამ ტყუპის დედა მშობიარობას გადაჰყვა და დედინაცვალმა გაზარდა... - მანანა შარაბიძის საოცარი ისტორია
25.03.2017
„ტაძარში გამოჩნდა მეტიჩარა ქალი, რომელმაც იმდენად ცუდად მომცა შენიშვნა, რომ ცხარე ცრემლებით მატირა...“
24.03.2017
კიდევ ერთ ფილმს პატარა ლურჯ არსებებზე, მაყურებელი სულ მალე იხილავს დიდ ეკრანზე.
24.03.2017
მომხმარებელი.ჯი-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სათამაშოების მავნებლობაზე
24.03.2017
მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი