“ბეიბიბუმი“ ცნობილებში - ვინ ელოდება შვილს 2017 წელს? - მშობლები

“ბეიბიბუმი“ ცნობილებში - ვინ ელოდება შვილს 2017 წელს?

2017-02-14 20:09:56+04:00

ცნობილი ორსულები დედობის მოლოდინში (+ფოტოები) 2017 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი სახე ელოდება შვილს და კიდევ ერთხელ შეიგრძნობს დედობის ბედნიერებას.

სულ ცოტა ხნის ორსული გვანცა დარასელია დროებით დაემშვიდობა მაყურებელს და დეკრეტში გავიდა, გვანცა და მისი მეუღლე - ვახო მჭედლიძე, მეორე შვილს ელოდებიან. მათ 5 წლის ერეკლე ჰყავთ, რომელიც მალე განიცდის დედმამიშვილის მოვლენის სიხარულს. ორსული გვანცა მშვენიერ ფორმაშია.

mshoblebi

mshoblebi

ასევე მეორე შვილს ელოდება ირინა ონაშვილი. მოდელს 4 წლის საბა ჰყავს და ამჯერადაც ბიჭის მოლოდინშია.

mshoblebi

მომღერალი ელენე ფოჩხუა 7-წლიანი პაუზის შემდეგ აჩენს მეორე შვილს - 7 წლის ლიზი მოუთმენლად ელის ძმის დაბადებას (იხილეთ ინტერვიუ).

mshoblebi

მსახიობი გოგოლა კალანდაძე კი მეოთხე შვილს ელოდება.

mshoblebi

თბილისის ყოფილი მერის ასევე ყოფილი მეუღლე ლელა კილაძე მესამე შვილზეა ორსულად - ის ბავშვს გუკა რჩეულიშვილისგან ელოდება.

mshoblebi

ასევე ორსულად არის ბექა ხოფერიას ცოლი ინა - ის მეორე შვილს ელოდება, რომელიც ბექასთვის მესამე იქნება - პირველი ქალიშვილი მას თიკა ჯამბურიასთან ქორწინებიდან ჰყავს.

mshoblebi

თეკლა ჟვანია