19 წლის ელენე მაჩაიძე, რომელიც კომაროვის სკოლის 2015 წლის კურსდამთავრებულია, აშშ-ში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სრული დაფინანსებით მიიღო. 19 წლის ელენე მაჩაიძე, რომელიც კომაროვის სკოლის 2015 წლის კურსდამთავრებულია, აშშ-ში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სრული დაფინანსებით მიიღო.
ელენე მაჩაიძე 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს წამყვან ინსტიტუტში სწავლას. ქართველმა სტუდენტმა TOEFL-ის ტესტში 120-დან 106 ქულა მიიღო; SAT-ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1490; SAT-ის მათემატიკის ტესტში 800-დან 800 და ფიზიკაში 800-დან 770 მიიღო.
ელენე კომაროვის წარჩინებული მოსწავლე იყო და სისტემატურად ესწრებოდა სკოლის ინფორმატიკის წრეებს. მოპოვებული აქვს რამდენიმე მედალი ინფორმატიკის სხვადასხვა ოლიმპიადაზე: 2 ვერცხლის მედალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე; კომაროვის სკოლის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გუნდური მესამე ადგილი ამავე ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს მედალი - ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2014 და 2015 წელს, ბრინჯაოს მედალი ევროპის ოლიმპიადაზე 2015 წელს.
ელენე ვებ-საიტის www.coder.ge ავტორია, რომელიც კომაროველ მეგობრებთან (ნიკა ნადირაძე და ნიკოლოზ სვანიძე) ერთად იმისთვის შექმნა, რომ ინფორმატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის დამატებითი ქართული სამეცადინო პლატფორმა მიეწოდებინა.