ჟურნალისტმა პოსტი ჩაჩავას კლინიკიდან გამოაქვეყნა ლალი მოროშკინა ბებია გახდა, ჟურნალისტმა ამის შესახებ პოსტი ჩაჩავას კლინიკიდან გამოაქვეყნა:
„არიიის!!!!
ალექსანდროვიჩიიიიიიი!!!!!!
Я БАБУШКАААА!!!!!“ - დაწერა ლალიმ.
ლალის უფროსი შვილი სანდრო ჩაგანავა 2015 წელს დედამთილის სეხნია, ლალი ჯავახაძეზე დაქორწინდა. რძალს დედამთილთან მხოლოდ სახელი კი არა, პროფესიაც აკავშირებს, ისიც ჟურნალისტია, თუმცა ახლა სხვა განხრით მუშაობს, ფინანსებში გადაინაცვლა.
წყვილის 250-კაციანი ქორწილის ორგანიზება დედამთილმა აიღო საკუთარ თავზე, თამადად გივი სიხარულიძე იყო დანიშნული და როგორც შემდეგ საუბრობდნენ, ეს დღე ერთ-ერთი დაუვიწყარი ყოფილა მიწვეული სტუმრებისთვის. ქორწილის შემდეგ წყვილმა თაფლობისთვე რომში გაატარა, ორი წლის შემდეგ კი უკვე ბიჭის მშობლებიც გახდნენ.
თეკლა ჟვანია