პატრიარქის ძმისშვილის მრავალშვილიანი ოჯახი
პატრიარქის ძმისშვილის მრავალშვილიანი ოჯახი
საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელი ერი გულშემატკივრობდა. საოპერაციოდ ბერლინში ჩასულ პატრიარქს ამ დღეების განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია მისი ერთგული მეგობარი და ნათესავი, მისი ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი.

მეუფის შესახებ საზოგადოებისთვის არც ისე ბევრია ცნობილი და ახლა მის მიმართაც იმატა ყურადღებამ. განსაკუთრებით მას მერე, რაც პატრიარქის შესაძლო მემკვიდრეებს შორის საკმაოდ აქტიურად გაისმა მისი სახელიც. საზოგადოების
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყურადღებას მეუფე დიმიტრი იმიტომაც იპყრობს, რომ პატრიარქის ერთ-ერთი ყველაზე ახლო
ადამიანია და მისი უახლოესი ნათესავი.

როგორც ცნობილია, ილია მეორეს (ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილს), რომელიც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა, ჰყავდა დედმამიშვილები: ძმები - თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო.
mshoblebi
პატრიარქის და-ძმა მონაზონი ნატალია და ახალშესვენებული ბერი გიორგი (შიოლაშვილი)

უფროსი ძმა ვიქტორი, რომელიც ბერი გიორგის სახელით მოღვაწეობდა, რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. მეუფე დიმიტრი კი ილიას ძმის შოთას შვილი გახლავთ. ერისკაცობაში ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი. დაიბადა 1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში. ყმაწვილობიდან იგი იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეთვალყურეობით. 1979 წელს დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად. 1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში – თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.


ასევე იხილეთ: "ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი" - პატრიარქის სამი მოგონება პირადი არქივიდან



1989 წლის 13 მაისს მისი დეკანოზად ხელდასხმა მოხდა ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში. 1991 წლის 14 ოქტომბერს დაინიშნა ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორად. 1993 წლის 14 სექტემბერს დაინიშნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1996 წლის 25 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად და მეორე დღეს, 26 ოქტომბერს ამაღლებულ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. იმავე წლის 8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მცხეთის საკათედრო ტაძარში აკურთხა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 2003 წელს მეუფე დიმიტრის მიენიჭა მთავარეპისკოპოსის ხარისხი. 2006 წლის დეკემბერში ბათუმ-სხალთის ეპარქია გაიყო ბათუმ-ქობულეთისა და სხალთის ეპარქიებად. ბათუმ-ქობულეთის მღვდელმთავრად დადგინდა მთავარეპისკოპოსი დიმიტრი. 2007 წლის დეკემბერში ბათუმ-ქობულეთის ეპარქია გადაკეთდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიად, რომლის წინამძღოლად მიტროპოლიტი დიმიტრი აირჩია წმინდა სინოდმა და იმავე წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.
mshoblebi
მეუფე დიმიტრი შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად
mshoblebi
მეუფე დიმიტრის ჰყავს შვილებიც და უკვე - შვილიშვილებიც. მისი ულამაზესი გოგონებიდან ერთ-ერთს, ეკას, ოთხი შვილი ჰყავს და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში უკვე მრავალშვილიანი დედაა. უმცროსი გოგონა, ულამაზესი ანა, ლონდონში იღებს უმაღლეს განათლებას.
mshoblebi
ანა შიოლაშვილი
mshoblebi
ეკა შიოლაშვილი შვილებთან ერთად
17725
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (2)
22:11 / 17-02-2017
კახა
კარგია, ლონდონში აბა უბრალო ხალხის შვილს ვინ გაუშვებდა.
21:42 / 17-02-2017
ათენა
ულამაზესი გოგოები არიან!!! სიკეთეს ვუსურვებ მთელ ოჯახს!
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
22.02.2017
ვიდეოებში შვილს ყოველთვის რუსულად ესაუბრებოდა და ქართველ ინსტაგრამმომხმარებელი ამის გამო ქეთას საყვედურობდნენ
22.02.2017
სახლიდან წაღებულია როგორც ძვირფასეულობა, ასევე საოჯახო ტექნიკა, ავეჯი, ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ნივთები
22.02.2017
"დაიწყეთ ჭრიჭინებით, მერე გასინჯეთ ობობები" - კიდევ კარგად ხანს გაუძლო ამას ბრედ პიტმა
21.02.2017
ლევან ჯიბღაშვილი ყოველთვის სასურველ სასიძოდ ითვლებოდა
21.02.2017
"მინისტრად დანიშვნამდე ჩემთვის არასოდეს არაფერი უთქვამს..."
21.02.2017
„სამსახური, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ პროექტებს აფინანსებს, სამსახურიდან შშმ პირის მშობელს ათავისუფლებს!“




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი