რომ არ გაყინულიყო, 2 წლის პატარას ძაღლი თავისი სხეულით ათბობდა ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთში, ალტაის მხარეში საშინელ ყინვაში დარჩენილი 2 წლის ბავშვი ძაღლმა გადაარჩინა გარდაუვალი სიკვდილისგან.
ამ ამბავს სასწაული შეიძლება ეწოდოს მხოლოდ. იმ დღეს 2 წლის ბიჭუნას დედას მისთვის არ ეცალა. ალკოჰოლიზმის მორიგი შეტევის დროს რამდენიმე დღით წავიდა სახლიდან და არც კი უდარდია იმაზე, რა ეშველებოდა მარტო დარჩენილ მის პატარას. როგორც მეზობლები ამბობენ, ამ ოჯახში ხშირად სვამდნენ, იკრიბებოდნენ ლოთები და ბავშვიც შიშველ-ტიტველი და მოუვლელი დაიარებოდა ხოლმე.
სავარაუდოდ, იმ დღეს ბავშვმა რაღაცნაირად მოახერხა გარეთ გამოსვლა, ცივ ვერანდაზე, მხოლოდ და მხოლოდ ფეხსაცმლის ამარა. ბავშვმა, წინასწარი ვერსიით, ყინვაში გაატარა დაახლოებით 4-5 საათი. მთელი ეს პერიოდი მის გვერდით იყო ძაღლი, რომელიც, მეზობლების თქმით, ერთადერთი არსება გახლდათ, ვისგანაც ამ პაწაწინა არსებას ოდესმე ახსოვს მოფერება. სწორედ ძაღლი ათბობდა მას თავისი სხეულით და ასე გადარჩა პატარა.
სწორედ ამ პერიოდში ვერანდისკენ შემთხვევითმა გამვლელმა გაიხედა და ბავშვი რაიონის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც გაირკვა შემდგომი დეტალები.
ბავშვი დედას ჩამოართვეს და უკვე უპოვეს ახალი ოჯახიც, რომელიც მასზე იზრუნებს.