მამის წლისთავისთვის განკუთვნილი ფულით გაჭირვებულებს დაეხმარა ამ გოგონას შესახებ აკა სინჯიკაშვილმა ამცნო საზოგადოებას:
”ეს ადამიანი არის ერთ-ერთი მაგარი ქართველი და ძალიან გულიანი გოგო, ნატა ვაჩეიშვილი, რომელმაც მამის წლისთავისთვის განკუთვნილი ფულით დღეს პროდუქტები იყიდა და ქუჩაში სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგა...
საჭმელი შეხვდათ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ...
მგონია, რომ ბევრი უნდა აკეთებდეს ამას. უამრავი ადამიანი გავახარეთ”.