ცნობილია, რომ მამასთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნუკა კვალიაშვილმა ფეისბუქზე მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ მამამისი მსახიობი თემო გვალიაა, რომელიც საზოგადოებრივად საკმაოდ აქტიურია და სოციალურ ქსელშიც გამოირჩევა აქტივობით.
ცნობილია, რომ მამასთან ნუკას არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამის გამო დედის გვარზეც კი გადავიდა, არც ისე დიდი ხანია და ნუკა გვალია ნუკა კვალიაშვილი გახდა.
ამ თემაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი კომენტარიც გააკეთა:
"მამის სითბო არასოდეს მიგრძნია და რატომ უნდა მომნატრებოდა მამა?! ჩემი მეგობრები რომ იტყოდნენ, მამაჩემს დავურეკავ, აბა, მამაჩემი რას მირჩევსო, სულ მიკვირდა, ასეთი სიტყვები არასოდეს მითქვამს... რატომღაც პროექტის შემდეგ ჩემთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდა. იმ ადამიანებს, რომლებიც ეუბნებიან, უიმე, თემურ, როგორი შვილი გყავსო, ნუ დაავიწყდებათ, რომ მე ვარ ეკას შვილი! სხვა მშობელი და ნათესავი არ მყავს - მხოლოდ ეკა! მაშინ, როცა უნდა ჩაენერგათ ჩემთვის მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა - ისინი ჩემთან არ იყვნენ. ეკა ამას არავის უშლიდა. ახლა შეიძლება დაუშალოს და მეც დავუშლი, არ მინდა. ათას შანსს რომ მოგცემს ადამიანი, მერე რომ გაგაფრთხილებს, ეს ბოლო შანსია, გამოიყენეო და ისევ იმედები გიცრუვდება, ისევ გატყუებენ, ფეხებზე გიკიდებენ, აღარაფერი გინდა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ უპასუხისმგებლო ადამიანთან ურთიერთობა არ მაქვს. ახლა, რაც უფრო ვიზრდები, უფრო კარგად ვხვდები, რატომ გაშორდა მამაჩემს ეკა. სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ პირველი ეს არის და თან, შორდებიან მეუღლეებს და არა შვილებს. რა მეტეორი უნდა დაგეცეს, რომ შვილი გყავს და ვერ ნახო, დაბადების დღე ვერ მიულოცო?" (იხილეთ ინტერვიუ სრულად)
როგორც ჩანს, მამა-შვილს შორის ურთიერთობები დათბა და ამას მათი ერთობლივი ფოტოებიც მოწმობს. სხვათა შორის, მეგობრებმა დაუწერეს ფოტოების კომენტარებზე, რომ ძალიან ჰგავს მამას, ასევე ბევრმა ლივ ტაილერს მიამსგავსა.