„სამსახური, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ პროექტებს აფინანსებს, სამსახურიდან შშმ პირის მშობელს ათავისუფლებს!“ სახელმწიფო უწყებებში კადრების ოპტიმიზაციის პროცესი თანხების დაზოგვის მიზნით დაიწყო. დასაქმებულისთვის სამსახურიდან გათავისუფლება, რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს ეს, ძალიან რთული საკითხია, მაგრამ როცა შენი სამსახური ვიღაცის პირად კომფორტს ეწირება, აქ უკვე საქმე სხვაგვარ ელფერს იძენს და დანაკარგთან ერთად უსამართლობის გრძნობა არ გასვენებს.
თიკო ნატროშვილი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი გახლდათ, სწორედ ასე, ყოველგვარი განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. მან ამის შესახებ პოსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. მოდელს კომენტარისთვის შევეხმიანეთ, მაგრამ გვითხრა, რომ რაც სათქმელი ჰქონდა, სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
ასევე იხილეთ: თიკო ნატროშვილი: „არ ვარ ის მშობელი, რომელიც ფიზიკური შეზღუდვის გამო, ბავშვს ჩაკეტავს“
„როცა სამსახურის დატოვება პრიმიტიული განმარტების ფონზე გიწევს. ციტირება: "პირადად მივიღეგა დაწყვეტილება! ჩემი კომფორტისთვის, ასე აჯობებს მომავალში..." და ელვის სისწრაფით გააუქმეს ჩემი საშტატო ერთეული... მიხარია, რომ 7-წლიანი მუშაობის შემდეგ ვერ დავაკმაყოფილე სტანდარტები, რომელიც (როგორც ირკვევა) მხოლოდ პირად გარემოცვას გულისხმობს! ახლა მისმინეთ: საჯარო სამსახური არ არის კანტორა, არც დუქანი, სადაც არ გადახედავთ თანამშრომლის კვალიფიკაციას, გამოცდილებას და ა.შ. სკამზე დაჭედებული არავინ არის და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩაგანაცვლებენ, ახალ ხელმძღვანელს სწორად შერჩეული კადრები და გუნდი უნდა დახვდეს!!! და არა წინამორბედის "კომფორტი"!!! ჰო, და კიდევ... პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - სამსახური, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ რამდენიმე პროექტსა ფინანსებს, სამსახურიდან შშმ პირის მშობელს ათავისუფლებს! ეჰ, მე კი მეშველება... ჩემს შვილსაც, მაგრამ...“
ციცი ომანიძე