"დაიწყეთ ჭრიჭინებით, მერე გასინჯეთ ობობები" - კიდევ კარგად ხანს გაუძლო ამას ბრედ პიტმა კამბოჯაში ვიზიტის დროს ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლის შვილებიც თან ახლდნენ. მსახიობსა და მის შვილებს ჟურნალისტები ახლდნენ და სწორედ მათი და ტელეკამერების თანდასწრებით მოინდომა ანჯელინამ, შვილებისთვის უჩვეულო საკვები შეეთავაზებინა.
ეგზიკური ტრაპეზი ასე გამოიყურებოდა: შემწვარი მორიელები, ობობები და ხოჭოები. უფრო მეტიც, მან თავად მოამზადა ეს მწერები... და ეს ყველაფერი შვილებს შესთავაზა.
ბავშვებს ნასიამოვნები და კმაყოფილი სახეები აშკარად არ ჰქონდათ, თუმცა თავად ენჯისთვის ეს სამზარეულო ნაცნობია და ბავშვებს რჩევებსაც კი აძლევდა:
"დაიწყეთ ჭრიჭინებით, მერე გასინჯეთ ობობები", - უთხრა მან ბავშვებს.
თან წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მას მერე მოხდა, რაც იმავე ტელეკამერებთან ტირილით ისაუბრა ბრედთან დანგრეულ ოჯახსა და მასთან შენარჩუნებულ მეგობრობაზე (იხილეთ ვიდეო).
ამ ვიდეომ ბევრი მშობელი აღაშფოთა და კრიტიკას არ იშურებდნენ "თამამი დედისთვის". ბევრმა ისიც კი თქვა, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად გაამართლეს ბრედ პიტის საქციელი და აღიარეს, რომ უფრო ადრეც უნდა გამოქცეოდა ენჯის.