"მთავარია, ადამიანებმა ერთმანეთს ვაგრძნობინოთ, რომ ერთმანეთი გვჭირდება..." "დედა თავის სიყვარულშიც მარტოა შვილთან და დარდშიც.
მარტო თვითონ იცის ზუსტად რაც უხარია როგორ უხარია და რაც ტკივა როგორ ტკივა.
სანამ ვიღაცას ვჭირდებით – შვილს, მეგობარს, ვინმეს მაინც, მანამდე აზრი აქვს სიცოცხლეს და სხვა გზა არ არის, უნდა გავუძლოთ. მთავარია, ადამიანებმა ერთმანეთს ვაგრძნობინოთ, რომ ერთმანეთი გვჭირდება.
ჩვენ ყველამ ერთმანეთს სიცოცხლის გაგრძელება უნდა შევაძლებინოთ".
ირინა სარიშვილი