ოჯახის ვერსიით, მათი შვილი ჯერ მოკლეს და ამის შემდეგ გადააგდეს მდინარეში სენაკში 23 თებერვალს დაკარგული 8 წლის ბიჭი გარდაცვლილია. ბავშვის ცხედარს მდინარე ტეხურაში ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ნიკა გ-ს გარდაცვალების ფაქტს ერთი ადამიანი შეესწრო. ბიჭი მდინარის ნაპირზე ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა და ამოსვლა ვეღარ მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ დროს მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. მის წინააღმდეგ საქმე 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, ან დახმარების გაწევის შეუტყობინებლობას სხვა პირისთვის. დაკავებული 8 წლის ბიჭის მეზობელია.
თუმცა, ოჯახის ვერსიით, მათი შვილი ჯერ მოკლეს და ამის შემდეგ გადააგდეს მდინარეში. "წამოიყვანა, მოკლა და გადააგდო მდინარეში. მიზეზი არ იყო არავითარი, მინდა რომ დაისაჯოს" - ამბობს 8 წლის ბიჭის მამა. განაგრძეთ კითხვა