35-წლის ნატალია 5 ბავშვს ზრდის... 35-წლის ნატალია 5 ბავშვს ზრდის. ოჯახურ საქმიანობას ათავსებს თავის სამოდელო კარიერას, ასევე მიჰყვება საქველმოქმედო საქმიანობას.
თავის ინტერვიუში ტოპ-მოდელის დედამ მოყვა თავისი შვილის ოჯახური ცხოვრების ამბები. 2016 წლის ივნისში ხომ ცნობილმა კონკიამ მეხუთე შვილი გააჩინა მეორე ქმრისგან და რამდენიმე კვირის შემდეგ დაუბრუნდა სამსახურს.
საოჯახო საქიანობაში მას დედა ეხმარება. ინტერვიუში ბებია ყვება როგორ იზრდებიან მისი შვილიშვილები.
"ნატაშას არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს. ბავშვები ხუთნი არიან, თუმცა მათ ხმას არავინ უწევს. არა იმიტომ, რომ ისინი ზეწდმიწევნით კარგად იქცევიან: ბავშვები არიან, შეუძლიათ იცელქონ კიდეც. მართალია პატარები არიან, მაგრამ იციან სად არის ზომიერების ზღვარი.
სიტყვა " არ შეიძლება" ხშირად ესმით, თუმცა არ ხვდებათ ყურში უხეშად. შესაძლოა იმიტომ, რომ ყოველ აკრძალვას თან ახლავს განმარტება.
ნატაშას ოჯახში აკრძალვა აქვს დაწესებული საბავშვო ცრემლებზე. პატარებსაც კი - მაქსიმს და რომას მაშინ აქვთ ტირილის უფლება, თუკი რაიმე სტკივათ", - ამბობს ბებია.