4 მარტს, 13:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (ჭავჭავაძის #7) Disney-ს დიდი საბავშვო წვეულება გაიმართება. 4 მარტს, 13:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (ჭავჭავაძის #7) Disney-ს დიდი საბავშვო წვეულება გაიმართება. Disney-სთან თანამშრომლობა გამომცემლობა პალიტრა L-მა დაიწყო და უკვე 10-მდე წიგნიც გამოსცა. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით წიგნებზე ღონისძიების ფარგლებში იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. წვეულებაზე მოწვეულნი არიან ბავშვები და მათი მშობლები. ბავშვებს მათთვის საყვარელი ანიმაციური ფილმების გმირები გაართობენ. იქნება ცეკვა, სიმღერა, სახის მოხატვა, ფოტოსესია და უამრავი სხვა სიურპრიზი.
წვეულებაზე დასწრება თავისუფალია.