სიკეთე, რომელიც მართლა დაუჯერებელია მეზობლებს, ტიშას და ოდრის ზედაპირული ნაცნობობა აკავშირებდათ, ამიტომ როდესაც ერთხელ ოდრიმ ტიშას სთხოვა, რომ მისი შვილებისთვის ღამე გაეთენებინა, ქალი გაკვირვებული დარჩა. მიუხედავად ამისა, თავად მომავალი 5 შვილის დედა მაშინვე დათანხმდა. ოდრიმ აუხსნა, რომ იძულებული იყო ღამე საავადმყოფოში - გამოკვლევებზე გაეტარებინა. იმ მომენტში ტიშა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვლებოდა.
დილით ოდრი განადგურებული დაბრუნდა კლინიკიდან. ექიმებმა კუჭის მეორე სტადიის კიბო აღმოუჩინეს! მწუხარებამ ქალები დააახლოვა ერთმანეთს. ტიშა გვერდით უდგა ოდრის და ერთადერთი დასაყრდენი გახდა მარტოხელა დედისთვის.
ოდრი ხვდებოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ადარდებდა ბავშვების მომავალი. სიკვდილის წინ მან ტიშასა და ქმარს სთხოვა, ეპატრონათ მისი შვილებისთვის.
ტიშა ბავშვთა სახლში გაიზარდა და იცოდა, თუ რა ელოდათ პატარებს დედის სიკვდილის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ტიშას და მის ქმარს არცთუ ისე დიდი სახლი ჰქონდათ, ოდრის სიკვდილის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, ეშვილათ სამივე ბავშვი.
ახალი მშობლები ზრუნვასა და სიყვარულს არ აკლებენ პატარებს. ტიშას ბავშვებმა სიხარულით მიიღეს და შეიყვარეს პატარები. თუმცა ბავშვები იზრდებოდნენ და სივიწროვეში სულ უფრო არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს: ვიღაცას ეძინა სამზარეულოში, ვიღაცას - დერეფანში...
ერთ მშვენიერ დღეს კარზე ზარის ხმა გაისმა. ადგილობრივმა ტელეარხმა, როდესაც ცოლ- ქმრის გმირული ისტორია გაიგო, გადაწყვიტა ოჯახისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. ოჯახს დიდი ხანია უნდოდა ერთი საბავშვო ოთახის ორად გატიხვრა, რაშიც ტელეარხი დაეხმარა მათ. რამდენიმე დღით ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს, მათ სახლში კი გაჩაღდა მუშაობა. რა თქმა უნდა, ერთი კედლის ამოშენებით საქმე არ დამთავრებულა: საუკეთესო დიზაინერები და ინჟინრები მუშაობდნენ ახალ ინტერიერზე. როდესაც ოჯახი შევიდა განახლებულ სახლში - მათ მეტყველების უნარი დაკარგეს. ბავშვები ტიროდნენ სიხარულისგან, მათ ძალიან მოეწონათ თავიანთი საძინებლები. მშობლები აღფრთოვანებული იყვნენ მისაღების და სამზარეულოს ფუნქციონალურობით.
მათ კიდევ ელოდათ სიურპრიზი: ტელეარხმა ოჯახს აჩუქა ერთწლიანი უფასო სერთიფიკატი პროდუქტების შესაძენად, ხოლო მათი 18 წლის ბიჭისთვის გამოყვეს თანხა საკუთარი საცხოვრებლის შესაძენად. როდესაც ბოშემინების ოჯახმა ბავშვები იშვილეს, ნამდვილად არ ფიქრობდნენ პირად სარგებლობაზე. უბრალო მოქალაქეების კეთილი საქმის და მეცენატების გადაწყვეტილებით ოჯახმა მიიღო საჩუქარი, რომელზეც ოცნებაც კი არ შეეძლოთ!