"მადლობა, ღმერთო, იმისთვის, რომ ამომარჩიე მაქსისა და ემის დედად", - მომღერალი 38 წლის ასაკში გახდა დედა და... 47-წლის ჯენიფერ ლოპესი, მიუხედავად მისი დატვირთული გრაფიკისა და ვარსკვლავური ცხოვრებისა, საკმაოდ დიდ დროს უთმობს თავის შვილებს და კარგ დედადაც მიიჩნევა ვარსკვლავებს შორის.
9 წლის ტყუპები ემი და მაქსი მარკ ენტონისგან 2008 წელს გააჩინა. შეგახსენებთ, რომ მომღერალი პირველად 38 წლის ასაკში გახდა დედა.
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ შოუზე ჯეი-ლომ მოჰყა, თუ როგორ იმოქმედა მასზე ტყუპის გაჩენამ.
- ისინი უბრალოდ ალამაზებენ ჩემს ცხოვრებას და ამისთვის მათი მადლიერი ვარ, - ამბობს ლოპესი. ასევე აღიარა, რომ ძალიან მადლიერია ცხოვრების, რომ აჩუქა ორი შვილი. რადგან ის ნერვიულობდა, რომ შეიძლებოდა ვეღარ გამხდარიყო დედა.
- დიდი ხანი არ ვრჩებოდი ორსულად, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ შეიძლებოდა შანსი აღარ მქონოდა, - იხსენებს ლოპესი. - ვიცი, რომ ეს ღვთის საჩუქარი იყო.
23 თებერვალს განქორწინებულმა მშობლებმა ერთად აღნიშნეს ბავშვების 9 წლის იუბილე. გასულ კვირას ლოპესმა თავის გამომწერებს ინსტაგრამზე გაუზიარა ამაღელვებელი პუბლიკაცია:
"ემა და მაქსიმილიან... ვერ ვიჯერებ, რომ 9 წლის წინ ღმერთმა დამაჯილდოვა და მაჩუქა თქვენი თავი... მან მომივლინა არაჩვეულებრივი ტყუპი, ჩემი შვილები, ჩემი სიცოცხლეები - ორი არაჩვეულებრივი არსების სახით. მაშინვე უბედნიერეს ქალად ვიგრძენი თავი. ეს დღე სავსე იყო ემოციებით. ეს გრძნობა თან მდევს ყოველდღე - თქვენი დაბადების დღიდან. თქვენი წყალობით ყოველდღე ამაყი ვარ. თქვენ ორი მზის სხივი ხართ, რომელიც სამყაროს უკეთესს ხდის, ჩემთვის და მათთვისაც, ვინც თქვენ გიცნობთ... მადლობა, ღმერთო, იმისთვის, რომ ამომარჩიე მაქსისა და ემის დედად. სიტყვა "სიყვარული" ვერ გამოხატავს იმ ბედნიერებას, რასაც განვიცდი. დაბადების დღეს გილოცავთ, ჩემო საყვარლებო... დედას უზომოდ უყვარხართ", - დაწერა ლოპესმა და ტექსტს დაურთო საოჯახო ფოტოები.