ქალთა საერთაშორისო დღესასწაული უკვე კარგს მოგვადგა და ცდებით, თუ გგქონიათ, რომ საჩუქარი პატარა ქალბატონებს არ უნდა მიართვათ. ქალთა საერთაშორისო დღესასწაული უკვე კარგს მოგვადგა და ცდებით, თუ გგქონიათ, რომ საჩუქარი პატარა ქალბატონებს არ უნდა მიართვათ.
ფსიქოლოგთა აზრით, გოგონამ ბავშვობიდანვე უნდა შეიგრძნოს, ქალად დაბადების ხიბლი და პრივილეგიები, რის გამოც სასურველია ახლავე მიაჩვიოთ ის საჩუქრების მიღებას.
რაც შეეხება შვილისთვის საჩუქრის შერჩევას, ამაში დღეს vivus.ge-ს ბლოგი დაგეხმარებათ.
5-8 წლის ასაკის გოგონას შეგიძლიათ აჩუქოთ:
წიგნი - იმ შემთხვევაში თუ უყვარს კითხვა ან სხვის მიერ ხმამაღლა კითხვის მოსმენა. ამით თქვენ ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერთ, რადგან საინტერესო წიგნის შერჩევის შემთხვევაში შვილს კითხვასაც შეაყვარებთ.
გასაფერადებელი ჟურნალი - კარგი საჩუქარი იქნება შემოქმედებითი ნატურის მქონე გოგონასთვის. ოღონდ გაითვალისწინეთ, ჩვეულებრივი ჟურნალები აქტუალური აღარ არის, ახლა 3D ვერსიის შერჩევა მოგიწევთ.
საცეკვაო ხალიჩა - ფიზიკური აქტივობის მოყვარულო გოგონასთვის ეს იდეალური საჩუქარია, რადგან აღნიშნული საჩუქრის ტელევიზორზე მიერთება მისი დღესასწაულის დასაწყისი იქნება.
სპორტული ინვენტარი - ეს რა თქმა უნდა სპორტის მოყვარული და სპორტსმენობაზე მეოცნებე ბავშვისთვის განკუთვნილი საჩუქარია.
მოზრდილი ასაკის გოგონას შეგიძლიათ აჩუქოთ:
სამკაული, აქსესუარი, მაჯის საათი - საინტერესო იქნება ეს ყველაფერი მისთვის, რადგან უკვე შეაბიჯა იმ ასაკში როდესაც გოგონები საკუთარ გარეგნობაზე იწყებენ ფიქრს.
სპორტული ინვენტარი - ამ ასაკშიც არ კარგავს აქტუალურობას, ოღონდ ახლა, უფრო უნდა გაასერიოზულოთ საჩუქარი. მაგალითად გაზარდოთ ველოსიპედის ზომა ან მისცეთ გოგონას უფრო რთული სახეობის სპორტზე წვდომა.
წიგნი - სპორტული ინვენტარის მსგავსად წიგნიც ისევ აქტუალურია, თუმცა კარგი იქნება თუ წიგნების ჩუქებას უფრო ხშირი ხასიათი ექნება და მხოლოდ დღესასწაულებით არ შემოიფარგლებით.
ახალი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი ან კომპიუტერი - ეს მოზრდილი ასაკის გოგონასთვის იდეალური საჩუქარი იქნება.
ფოტოსესია - პროფესიონალ ფოტოგრაფთან ვიზიტი თქვენს გოგონას სასიამოვნო შეგრძნებებსაც აჩუქებს, მას აუცილებლად მოეწონება კამერის წინ პოზირება. ლამაზი ფოტოები კი სამახსოვროდ დარჩება და მოზრილ ასაკში საკუთარი ბავშვობის უკეთ გახსენების საშუალებას მისცემს.
აქვე შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში თუ აუცილებელი ხარჯების გაწევისთვის საჭირო თანხას არ ფლობთ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მეგობარ კომპანია Vivusge-ს.
Vivus-ში650 ლარამდე ონლაინ სესხი ყველაზე სწრაფად და მარტივად, ახლა უკვე 5,4%-ში გაიცემა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სესხი ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად ან ხელზე, vivus.ge-ს სერვის ცენტრებში.
სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.