ინციდენტის ახალი დეტალები ქუთაისში, ერთ-ერთი კერძო სკოლის მეორე სართულიდან 6 წლის მოსწავლე გადახტა. შემთხვევა ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭუნა კლასელებმა საპირფარეშოში ჩაკეტეს და შეშინებული ბავშვი შენობის მეორე სართულის ფანჯრიდან თავის დაღწევის მიზნით გადახტა.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ბავშვმა მასწავლებელს საპირფარეშოში გასვლა სთხოვა, დაგვიანების შემდეგ კი პედაგოგმა თავად გააკითხა მოსწავლეს, თუმცა ის უკვე გადამხტარი იყო. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
სკოლის პედაგოგები პირად საუბარში ადასტურებენ, რომ ბავშვი ფანჯრიდან გადახტა, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას, რომ მოსწავლე საპირფარეშოში ჩაკეტილი იყო.
"ბავშვი საჭირო ოთახში თავად გადის, გაყოლით არავინ არ მიყვება. გადმოხტა თვითონ. რატომ გადახტა არ ვიცით, არ დავსწრებივართ დაკითხვას. ბავშვს ნამდვილად არ აქვს მოტეხილობა, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა. ალბათ ორ კვირაში დაუბრუნდება სკოლას", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი პედაგოგი. განაგრძეთ კითხვა