"ჩემი ყველა წინაპარი არტისტია" - ვის გუნდში აღმოჩნდა მშვენიერი ნინი? უკრაინულ "ვოისში" წელს ბევრი ქართველი გამოვიდა. ამჯერად ქართველი მელომანებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ნინი ცნობილაძე წარდგა ჟიურისა და მაყურებლის წინაშე და არაჩვეულებრივი ხმის ტემბრით, ხმითა და შესრულების მანერით ყველა მოხიბლა. ნინი პოტაპის გუნდში აღმოჩნდა - დანარჩენ ჟიურის წევრებს ჯგუფები უკვე შევსებული აქვთ და გული დაწყდათ, რომ ნინის გუნდში აყვანის შესაძლებლობა არ მიეცათ.