ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ამბიციური განაცხადით, წელს პირველად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით იწყებს სტუდენტების მიღებას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ამბიციური განაცხადით, წელს პირველად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით იწყებს სტუდენტების მიღებას. პირველად რეგიონში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ უნივერსიტეტში არსებული "ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცის" საბაკალავრო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში და ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტში. პროგრამებს ახორციელებენ ბრიტანეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები - "ოქსფორდ ბრუქსი" და"Staffordshire"-ი. სწავლების დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორ ბრიტანულ და ქართულ დიპლომს, ბრიტანული სწავლების საფასური 6950 ლარია.
ბრიტანული საბაკალავრო პროგრამების გარდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასევე მოქმედებს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტირებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტრორო პროგრამები შემდეგ მიმართულებებზე:
ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები. სწავლების ყოველწლიური გადასახადი 2250 ლარია. სწავლის საფასური, ასევე, 2250 ლარია ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამაგისტრო და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამებზე.
უნივერსიტეტი, სტუდენტებს, რომლებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ,სწავლის ყოველწლიურ საფასურზე15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. მათ დაფინანსების მიღება სახელმწიფო სასწავლო საბაკალავრო და სამაგისტრო გრანტის საშუალებითაც შეუძლიათ. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ყველა სტუდენტი საუნივერსიტეტო დაფინანსებას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დუალური განათლების ერთადერთი პროვაიდერია საქართველოში. რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტი სწავლების პერიოდში ერთის ნაცვლად დაეუფლება ორ პროფესიას, რომლის საფასურიც ერთ პროგრამის ღირებულებას შეადგენს.
უნივერსიტეტში მოქმედებს, სტუდენტის შესაძლებლობებზე მორგებული, წლიური სწავლის საფასურის ეტაპობრივად გადახდის სისტემაც.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ასევე გამოირჩევა დასაქმების დიდი პერსპექტივით. სტუდენტებს სწავლის პარალელურად მუშაობის საშუალებაც ექნებათ. უნივერსიტეტს 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ჰყავს, რომლებიც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პოტენციული დამსაქმებლები არიან. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ”სილიკონ ველი თბილისის” საშუალებით კი მათ წვდომა ექნებათ ყოველდღიურად განახლებად 10 მილიონ დისტანციურ სამუშაო პოზიციაზე მსოფლიოში. მეორე მხრივ, ყველა სტუდენტს ეყოლება კარიერის პერსონალური მენეჯერი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ინოვაციური ინფრასტრუქტურითაც გამოირჩევა. უნივერსიტეტის ბაზაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარებაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს იქნება თბილისის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში მდებარე საფეხბურთო მოედანი, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები და ეკოპარკი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის არის 195.
R