”ვინმემ მონიშნეთ, ბევრჯერ წამშალა მეგობრებიდან და ვერ ნახავს...” გარდა იმისა, რომ 8 მარტი ქალთა დღეა, ამ დღეს რამდენიმე ცნობილი ადამიანის დაბადების დღეა, მათ შორისაა მომღერალი მაია დარსმელიძე, რომელსაც ყოფილი მეუღლე სტეფანე მღებრიშვილი ასე საოცრად ულოცავს იუბილეს:
"Today is her Birthday! გიჟდება თავის დაბადების დღეზე და მე მეჩხუბება, შენი რატომ არ გიყვარსო... სართოდ, ამ ადამიანთან ყველაზე მეტი დრო გავატარე, ჩემი შვილის დედაა ასევე.
ერთმანეთი გადავჭამეთ, შევჭამეთ, ჰაერი გადავუკეთეთ, სისხლი გავუშრეთ... მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც რაღაცნაირად სულ ერთად ვართ და საუკეთესო მეგობრები ვართ. საუკეთესო მეგობრობა კი ბევრს ნიშნავს. მაგარ ჯემს დაადუღებს ხვალ ბიჭებთან ერთად და გული მწყდება, რომ არ ვიქნები და აქედან მივულოცავ დაბადების დღეს! ბედნიერი იყავი , მაია... და რაც მთავარია, ჯანმრთელი!
პ.ს: ვინმემ მონიშნეთ, ბევრჯერ წამშალა მეგობრებიდან და ვერ ნახავს..."
თეკლა ჟვანია