საქართველოში ხვალ ოფიციალურად "ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე იხსნება საქართველოში ხვალ ოფიციალურად "ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე იხსნება, სადაც ბრიტანეთის ორი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი "ოქსფორდ ბრუქსი" და "Staffordshire"-ი საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებენ.
"ოქსფორდ ბრუქსის" უნივერსიტეტი საქართველოში წარმოდგენილი იქნება საბაკალავრო პროგრამით ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსებში, ხოლო "Staffordshire"-ის უნივერსიტეტი საქართველოში განახორციელებს საბაკალავრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტში.
პროგრამები ხორციელდება ბრიტანეთის ნაციონალური აღიარების საინფორმაციო ცენტრის (UK NARIC _ UK National Recognition Information Centre) მიერ გაცემული ნებართვით. 4- წლიანი სწავლების დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორ - ბრიტანულსა და ქართულ დიპლომს.
აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა მსურველებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით შეეძლებათ, პროგრამების სარეგისტრაციო კოდებია:
1. მენეჯმენტის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 195 01 01;
2. ფინანსების საერთაშორისო საბაკლავრო პროგრამა - 195 0102.
პროგრამებზე მიღება უკვე ხორციელდება და სწავლება 2017-2018 სასწავლო წელს დაიწყება. სწავლების საფასური კი მხოლოდ 6950 ლარია.
"Staffordshire"-ის უნივერსიტეტის სტუდენტები ბრიტანული დიპლომის ასაღებად, სწავლების მეოთხე წელს, გაემგზავრებიან უცხოეთში.
"ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე" "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იქნება წარმოდგენილი.
"ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცის" შექმნის მიზანია საქართველოში ხელმისაწვდომი გახადოს ბრიტანული განათლების მიღება, ქვეყნიდან გაუსვლელად, დამატებითი ხარჯების გაღების გარეშე სტუდენტებს და სხვა მსურვლებს საშუალება მისცეს ერთდროულად აიღონ ბრიტანული და ქართული დიპლომი, მოამზადოს საერთაშორისო დასაქმების ბირჟაზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კადრები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოდგენილ ბრიტანულ უმაღლეს სასწავლებლებს გააჩნიათ საუკუნოვანი ისტორია, ისინი არიან ტრადიციული ბრიტანული განათლების პროვაიდერები არამხოლოდ ბრიტანეში, არამედ მთელს მსოფლიოში.
"ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი" 1865 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტს სწავლებისა და კვლევის ხარისხის, სტუდენტთა კმაყოფილებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მხრივ.
"ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივცეში" წარმოდგენილი მეორე უნივერსიტეტი "Staffordshire"-ი დაარსდა 1914 წელს, როგორც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრალური სკოლა. დღეს ის ბრიტანეთში ოფიციალურად აღიარებულ უნივერსიტეტს წარმოადგენს. ESERP არის პრესტიჟული საგანმანათლებლო ერთეული როგორც ესპანური, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციით და 30 წლიანი გამოცდილებით. ESERP-ის ბიზნესის სკოლა ავტორიზებულია, განახორციელოს ესპანური და ბრიტანული საუნივერსიტეტო და გამოყენებითი მაგისტრატურის პროგრამები.
"ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივრცეში" აღნიშნული ორი უმაღლლესი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამის გარდა დაგეგმილია სხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დანერგვა, რომლებსაც ასევე განახორციელებენ წამყავნი ბრიტანული უმაღლესი სასწავლებლები, რომელთა შემოსვლაც "ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივრცეში" უახლოეს მომავალში მოხდება. "ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცეში" ასევე სისტემატურად გაიმართება ტრენინგები, სემინარები და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამები ბრითანეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან.
R