რამოდენიმე დღის წინ "Mima"-ს ახალ მაღაზიას ვესტუმრე, სადაც ესპანური ბრენდის "Tuc-Tuc"-ის ტანისამოსია წარმოდგენილი. რამოდენიმე დღის წინ "Mima"-ს ახალ მაღაზიას ვესტუმრე, სადაც ესპანური ბრენდის "Tuc-Tuc"-ის ტანისამოსია წარმოდგენილი. ჩემი შვილისთვის საგაზაფხულო სამოსს ვარჩევდი. მივხვდი რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. უამრავი დეტალი და ნიუანსი უნდა გაითვალისწინო იმისათვის რომ პატარა ერთდროულად ლამაზად, კომფორტულად და ხარისხიანად გამოაწყო, თან ეს ყველაფერი მთელი თვის ხელფასი არ დაგიჯდეს რათქმაუნდა.
გადავწყვიტე, რამოდენიმე რჩევა მოგცეთ ჩემი გამოცდილებიდან, როგორ შევარჩიოთ ბავშვის სამოსი.
1. რათქმაუნდა პირველ რიგში უნდა ეცადოთ რომ ბავშვისთვის შერჩეული სამოსის რაც შეიძლება რბილი იყოს. თუ პატარა ალერგიულია უმჯობესია 100% კოტონის ქსოვილი გამოვიყენოთ, რათა ბავშვის კანის გაღიზიანება არ გამოიწვიოს, სხვა შემთხვევაში შერეული კოტონის ქსოვილიც შესაძლებელია.
2. თუ სამოსს ჩვილი ბავშვისთვის ყიდულობთ, უნდა ეცადოთ, რომ იგი იყოს რაც შეიძლება მარტივად ჩასაცმელი. არ ჰქონდეს ბევრი ელვა შესაკრავი ან ღილები. ასევე უმჯობესია გამოიყენოთ სამოსი დიდი ყელის გარეშე, რომ მარტივად ჩამოაცვათ ბავშვს თავზე და არ გამოიწვიოთ მისი გაღიზიანება.
3. უნდა დააკვირდეთ რომ ბავშვისთვის განკუთვნილ სამოსს არ ჰქონდეს უხეში და ზედმეტად გამობერილი ნაკერები შიგნიდან.
4. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის წინდების სწორად შერჩევა. წინდა აუცილებლად უნდა იყოს რბილი, კოტონის ქსოვილის, რათა არ გამოიწვიოს ოფლიანობა.
5. სამოსს მარკაზე ყოველთვის აწერიაზომა, როგორც ასაკის, ასევე კილოგრამების მიხედვით. ყოველთვის უმჯობესია ის შეარჩიოთ კილოგრამების მიხედვით და არა ასაკით, რადგან ასაკის ზომა ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა.
6. რაც მთავარია, ყოველთვის უმჯობესია ყველა სამოსი, თუნდაც ახალი შეძენილი გარეცხოთ მოხმარებამდე.
7. და ბოლო რჩევა, თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ თქვენი შვილისთვის საგაზაფხულო სამოსი "ჰოთსეილზე" ფასდაკლების ვაუჩერით, შეგიძლიათ გამოაწყოთ თქვენი პატარა ლამაზად, კომფორტულად და ხარისხიანად Tuc-Tuc-ის სამოსში, რომელიც ნათელი, ბავშვური ფერებით გამოირჩევა.