ნინიმ და მისმა მომავალმა შვილმა უამრავი საჩუქარი მიიღეს როგორც ცნობილია, ნინი წიკლაური, რომელიც ორსულად არის, ამერიკაში გაემგზავრა. მომღერალი იქ აპირებს პირველი შვილის გაჩენას.
ამერიკული ტრადიციების მიხედვით ნინის მეგობრებმა წვეულება მოუწყვეს, ე.წ. baby shower (სიტყვა-სიტყვით "ჩვილის წვიმა"). ეს ახალი ტრადიციაა, რომელსაც მომავალ დედას და მომავალ ბავშვს უწყობენ.
ნინის პატარის წვეულება ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში შედგა. მას ნინის მეგობრები დაესწრნენ - მათ შორის, ამერიკაში მყოფი კიდევ ერთი მომღერალი ნინი შერმადინი.
მეგობრებმა ნინის უამრავი საჩუქარი მიართვეს - მისთვის და მისი პატარისთვის, რომელიც, როგორც ნინიმ განაცხადა, ბიჭი ყოფილა. საჩუქრებს შორის იყო განსაკუთრებული ტორტიც.