მარტოხელა დედამ შვილი მიუსაფარ ბავშვთა სახლში ჩააბარა, რადგან მიაჩნდა, რომ იქ უკეთ მოუვლიდნენ... ზოგჯერ ცხოვრება საოცარ სიურპრიზს გვიკეთებს! 1985 წლის 5 ოქტომბერს კრისტინ ტალადიმ გააჩინა ბიჭი. ახალგაზრდა მარტოხელა დედამ გადაწყვიტა ბავშვი მიუსაფარ ბავშვთა სახლში ჩაებარებინა, რადგან თვლიდა, რომ უკეთესად ცხოვრების შანსს მისცემდა. ქალი ხვდებოდა, რომ ვერ უზრუნველყოფდა ბავშვს ელემენტარული საჭიროებებითაც კი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ბიჭი იშვილეს და დაარქვეს სტივი. როდესაც ის 18 წლის გახდა, გადაწყვიტა მოეძებნა ბიოლოგიური დედა. ძებნა უშედეგო იყო.... მხოლოდ 4 წლის შემდეგ მიხვდა სტივი, თუ რატომ ვერ პოულობდა დედას. ის შეცდომით წერდა დედის გვარს - ინგ. "თალლადყ"-ის მაგივრად იგი წერდა ინგ."თალლადყ".
ახალმა ძიებამ შედეგი გამოიღო: ქალი კრისტინ ტალადი იმავე ქალაქში ცხოვრობდა, სადაც სტივი. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ სტივი იმავე მაღაზიაში მუშაობდა, სადაც დედამისი. კრისტინა სალაროში მუშაობდა, ხოლო სტივი - მძღოლად. დედა-შვილი ადრეც ხშირად საუბრობდა ერთმანეთთან სამუშაო საათებში და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი ახლობლები იყვნენ ერთმანეთისთვის.
ამის შემდეგ სტივი დიდხანს ფიქრობდა, როგორ ეთქვა სიმართლე კრისტისთვის. ბოლოს გადაწყვიტა, სააგენტოში დაერეკა და მათ სთხოვა მათ დედასთან დაკავშირება. მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ მასაც კრისტისაც შვილთან დაკავშირება, აღიარა, რომ მისი შვილი იყო...
საოცარია, რომ რამდენიმე თვის მანძილზე ისინი არა მარტო მეზობლად ცხოვრობდნენ, არამედ ერთ ჭერქვეშაც მუშაობდნენ. ისინი ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ესაუბრებოდნენ და ეჭვიც არ ჰქონდათ, თუ რაოდენ ახლობლები იყვნენ ერთმანეთისთვის...
ამ ისტორიამ ჟურნალისტებიც დააინტერესა. დედა-შვილი ერთ-ერთ ტელეშოუში მიიწვიეს, რის შემდეგაც სამოგზაუროდ კარიბის კუნძულზე გაგზავნეს... ისევ არსებობს ზღაპრები, რომლებიც კარგად მთავრდება.