ჟურნალი „გემრიელია“ 2012 წლიდან ყველა დიასახლისისთვის საყვარელი ჟურნალია. ჟურნალი „გემრიელია“ 2012 წლიდან ყველა დიასახლისისთვის საყვარელი ჟურნალია. მასში უამრავი საინტერესო რეცეპტი და სასარგებლო რჩევაა თავმოყრილი.
2016 წლიდან ჟურნალის რებრენდინგის შემდეგ, გაიზარდა მისი მოცულობა, დაიხვეწა ხარისხი და მკითხველისთვის უფრო საინტერესო გახდა. გარდა ამისა, ჟურნალმა ერთგულ მკითხველს არაერთი სიახლე და ღონისძიება შესთავაზა.
ჟურნალმა „გემრიელია“ გადაწყვიტა, ღონისძიებებისთვის უფრო საინტერესო, სახალისო და „გემრიელი“ სახე მიეცა. სწორედ ამიტომ პროექტი #CHEFმარკეტერი წამოიწყო, რომელშიც საქართველოში ცნობილი კომპანიების მარკეტინგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში უკვე მეორე ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ამჯერად რესტორანმა „სტეიკ ჰაუს №1“-მა უმასპინძლა.
„#CHEFმარკეტერის კონკურსი უკვე მეორედ ტარდება. ახალი კომპანიები, ახალი წარმომადგენლები. მოუთმენლად ველი, რა შედეგით დასრულდება დღევანდელი კონკურსი“ - ქეთი ადეიშვილი (ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი)
„ჩვენი რესტორანი 3 წელი და 6 თვეა, რაც არსებობს. ეს ერთადერთი რესტორანია, სადაც სტუმრებს ამერიკული და ქართული უმაღლესი ხორცით ვუმასპინძლდებით. რესტორანში შეგიძლიათ ექვსივე კლასიკურ დონეზე შემწვარი სტეიკი მიირთვათ. გვყავს ერთგული მომხმარებელი, რომელთა პატივსაცემლად, ჩვენს რესტორანში მათი სახელობის დანა-ჩანგალი გვაქვს, რომელზეც ერთგული სტუმრების სახელი და გვარია გრავირებული. დღეს რესტორანში #CHEFმარკეტერის ღონისძიებაა. ძალიან საინტერესოა, რომელი ბრენდის მარკეტინგის წარმომადგენელი გაიმარჯვებს “ - შოთა ბურჯანაძე, „სტეიკ ჰაუს №1“-ის მფლობელი.
შეჯიბრში მონაწილეობა 7 კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს. კერძის მომზადებაში პირველობისთვის ერთმანეთს „დენკ ფარმა“,“ ზოდი“, “ავერსი“, “ვესტელი“, „ ყვარლის ედემი“, „გუდვილი“ და „ტაჩი“ შეეჯიბრნენ.
კერძის მომზადება, ტრადიციულად, 30 წუთს გაგრძელდა, მომზადებული და ლამაზად გაფორმებული კერძები კი ჟიურიმ დააგემოვნა, რომლის წევრებიც იყვნენ: „სტეიკ ჰაუს №1“-ის მფლობელი შოთა ბურჯანაძე, ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი ქეთი ადეიშვილი და ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაიკლ ვანდერპული.
მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მონაწილეს არ დაუზოგავს თავი და ფანტაზია კერძის მომზადებისას, ჟიურიმ არჩევანი „ავერსის“ წარმომადგენლის კერძზე, „ავერსულაზე“ გააკეთა, რომელიც ლალი ბრეგვაძემ მოამზადა.
“ძალიან ნასიამოვნები და ბედნიერი ვარ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გავიმარჯვე. ეს იყო ძალიან სასიამოვნო საღამო, გავიცანი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, მივიღე გამოცდილება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საღამოები, რადგან ჩვენს პროფესიაში განტვირთვა მნიშვნელოვანია“, - ლალი ბრეგვაძე („ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი).
კულინარიული შეჯიბრის ყველა მონაწილეს „პალიტრა L“-ის წიგნები და რესტორნისგან მათი სახელებით გრავირებული დანა-ჩანგალი გადაეცათ, გამარჯვებული კი „შოკოლადის ოქროს წიგნით“ დააჯილდოეს.
#CHEFმარკეტერის ფარგლებში, მსგავსი საღამოები ჟურნალ „გემრიელიას“ პარტნიორებისთვის ყოველთვიურად გაიმართება და პროექტის დასასრულ, დასკვნით ღონისძიებაზე, გამარჯვებულთა შორის გამარჯვებული გამოვლინდება.