ტერორისტების ტყვეობიდან მან 9 წლის გოგონას დახსნაც სცადა, თუმცა... ეს ლამია ჰაჯი ბაშარია, ერაყელი გოგონა, რომელიც ტერორისტებს სექსუალურ მონობაში ჰყავდათ. გოგონამ სასწაულებრივად დააღწია თავი მონობას, გადაწყვიტა, ესაუბრა საკუთარ ამბებზე და ამით დახმარებოდა სხვა ადამიანებს. გაერომ ის საპატიო ელჩად აირჩია და რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოთიც დააფასეს მისი მოღვაწეობა.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სამყაროში კვლავაც არსებობს მონობა. ეს გოგონა ამის დასტურია. ქურთული წარმომავლობის ლამია 18 წლისა აღმოჩნდა ტყვეობაში და სექს-მონად იქცა.
რამდენჯერმე სცადა გაქცევა და უცხო ოჯახებს სთხოვდა დახმარებას, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა. თუმცა მათ ეშინოდათ ტერორისტების შურისძიების და ლამიას უკან აბრუნებდნენ. ყოველ ჯერზე მას ცემითა და წამებით სჯიდნენ.
მორიგი გაქცევისა და დაბრუნების შემდეგ იმაზეც მსჯელობდნენ დიდხანს, მოეკლათ თუ ფეხი მოეჭრათ, რომ აღარ გაქცეულიყვნენ. განაგრძეთ კითხვა