თავისი მანქანა ცოტა ხნის წინ გაყიდა შვილის ჯანმთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე თვის წინ, ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. გოგონას ამბავმა შეძრა სრულიად საქართველო, მის გამოჯანმრთელებაზე ყველა ერთად ფიქრობდა და ლოცულობდა. მძიმე პერიოდმა ჩაიარა, საბედნიეროდ, მკურნალობა კარგად მიდის და ევას აშკარა პროგრესი აქვს, თუმცა, რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და შიგადაშიგ გართულებებიც იჩენს ხოლმე თავს.
ევა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, სადაც ჯანრთელობაზე ზრუნვა საკმაოდ დიდ თანხებთაა დაკავშირებული. შორენა ყოველთვის ამბობდა, ყველაფერს გავყიდი, ოღონდ ჩემი შვილი იყოს კარგად და მერე ისევ ყველაფერი მექნებაო.
მართლაც, მოხდა ისე, რომ ძვირად ღირებული მანქანა საკმაოდ იაფად გაყიდა. "ნანუკას შოუში" ყვებოდა კიდეც, რომ ტაქსით გადაადგილდებოდა და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა.
როგორც ჩანს გულკეთილმა ადამიანებმა იზრუნეს შორენაზე - უმანქანოდ არ დატოვეს და "მერსედესის" მარკის, მაღალი კლასის ავტომობილით დაასაჩუქრეს. ამის ამსახველ ფოტოს შორენა საკუთარ ფეისბუქზე ავრცელებს. ცნობილი სახეეები და უბრალოდ გულშემატკივრები კი მილოცვებს არ იშურებენ.
თეკლა ჟვანია