"ვეცდები შეგიმსუბუქოთ უდედობის ტკივილი და სევდა. ღმერთო, შემაძლებინე..." ქალბატონი ბელა ალანიას ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვინ სთხოვა დედობა შალვა ნათელაშვილის მეუღლეს და ვის უნდა შეუმსუბუქოს უდედობის ტკივილი?
"ერთმა მერცხალა ბიჭმა მომწერა, დედა მომიკვდა, ძალიან მიჭირს გამკლავება ამ ტკივილთან, მე და ჩემი 12 წლის დაიკო დავრჩით ობლადო...
ვწერდით ერთმანეთს, მერე ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით...
გავიდა ორმოცი დღე...
ახლახან მომწერა:
- როცა დედა მოგვენატრება, იქნებით ჩვენი დედა?..
ხვალ კასპის სოფლიდან ჩემთან ჩამოდიან.
სულმოუთქმელად ველოდები, რომ ჩავეხუტო, მოვეფერო და ვუთხრა:
- ბავშვებო, მიყვარხართ და მინდა, ვიყო თქვენი მეგობარი, მესაიდუმლე და უბრალოდ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეცდება, შეგიმსუბუქოთ უდედობის ტკივილი და სევდა.
ღმერთო, შემაძლებინე..."