19 მარტს 20 საათზე საქველმოქმედო ფონდი "ცხოვრება მშვენიერია" სპორტის სასახლეში მართავს საქველმოქმედო კონცერტს "ბერი ანდრიას ფონდის", სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. 19 მარტს 20 საათზე საქველმოქმედო ფონდი "ცხოვრება მშვენიერია" სპორტის სასახლეში მართავს საქველმოქმედო კონცერტს "ბერი ანდრიას ფონდის", სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება აღნიშნული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო - სასტუმრო "ბედნიერი სახლის" მშენებლობას.
ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ მიიღებენ სარეაბილიტაციო მომსახურებას. "ბედნიერი სახლი" ერთდროულად 20 ბავშვსა და მშობელს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს. ასევე, იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისებს მიიღებენ.
ზემოაღნიშნულ კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მუსიკალური ჯგუფები: ნიაზ დიასამიძე 33ა, ნიკოლშოუ, რეგიონი, Goofy Land, LOUDspeakers, ბანდეროლი, ნიუტონი, ლევან მასპინძელაშვილი და ბენდი, Windows და სხვანი.
ფონდი "ცხოვრება მშვენიერია" 2013 წლიდან დღემდე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ფონდის წევრები ყველა ღონისძიებაში ჩართულნი არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
საქველმოქმედო ფონდი - "ცხოვრება მშვენიერია"
საიდენტიფიკაციო კოდი:404463567
მის: ქ. თბილისი დ. უზნაძის №4
ტელ: 555 16 95 95; 577 200 105
ელ-ფოსტა: lavitaebellageo@hotmail.com
Facebook: https://www.facebook.com/lavitaebellageo
0901200120-საქველმოქმედო ნომერი ყველა მობ. ქსელის აბონენტებისთვის
საბანკორეკვიზიტები:თიბისი ბანკი GE07TB7990636080100005/ საბანკოკოდი: TBCBGE22