2 დღის წინ ქუთაისში მომხდარ ინციდენტს, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ერთ-ერთ სადარბაზოსთან 12 წლის გოგონას მშობლები გორგოლაჭებით სრიალს ასწავლიდნენ. ამ დროს შენობის სახურავიდან აგური გადმოვარდა და ბავშვს დაეცა. გოგონა ვერ გადაარჩინეს.
ამ საზარელ შემთხვევას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის ბავშვის ოჯახის ახლობლებიც.
"გაოგნებული ვიდექი მარიამის მშობლების წინ და არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მათ დასამშვიდებლად,სიტყვა არ მოიძებნება ამ ქვეყნად ისეთი ამ მდგომარეობაში მყოფ მშობლებს რომ უნდა უთხრა. ალბათ, ამიტომ ვიდექი უხმოდ და ვფიქრობდი მხოლოდ ერთ რამეს: ნუთუ, ღმერთო, ამ ქვეყანას მარიამისთანა ანგელოზები ამძიმებენ? რატომ ღმერთო რატომ?" - წერს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.
"მართლაც რომ წუთია ჩვენი ცხოვრება, გაგრძელება